გაზაფხული ის პერიოდია, როდესაც, ზამთრის დასრულების შემდეგ, მძღოლები ავტომობილის განახლებაზე იწყებენ ფიქრს და იმ აუცილებელი პროცედურების დრო დგება, რომელთაგანაც ერთ-ერთი ავტომობილის ფილტრების შემოწმება ან შეცვლაა.
რა მოხდება, თუ ფილტრებს დროულად არ შეცვლით
ფილტრები პასუხისმგებელია არა მხოლოდ იმაზე, რომ ავტომობილით გადაადგილებისას სუფთა ჰაერი ისუნთქოთ, ან გაგრილების სისტემით ისიამოვნოთ, არამედ ავტომობილის გამართულ ფუნქციონირებაზეც.
ჰაერის ფილტრი თუ მტვრიანია - ძრავის დაზიანების საფრთხეა
ზეთის ფილტრი თუ ბინძურია - ზეთი ვერ იფილტრება და ძრავის სიცოცხლისუნარიანობა მცირდება
საწვავის ფილტრი თუ გაჭედილია - მთელი სისტემა რისკის ქვეშ დგება
სალონის ფილტრი თუ გასაწმენდია - უსიამოვნო სუნს იწვევს და ალერგიის რისკს აჩენს
რატომ გაზაფხულზე და არა უფრო გვიან
ფილტრების შეცვლის სხვადასხვა რეკომენდაცია არსებობს. თუმცა, საგზაო პირობები, ისევე, როგორც ამინდი, ბევრი მძღოლისთვის განსხვავებული შეიძლება იყოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, თქვენი ინსტინქტებით იხელმძღვანელოთ და შემოწმება არ გადადოთ მანამდე, სანამ აუცილებელი შეცვლის დრო არ დადგება.

