„თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით თბილისში Global Tech Weekend Tbilisi 2025 გაიმართა

24 მაისი, 2025
„თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით თბილისში Global Tech Weekend Tbilisi 2025 გაიმართა
3 წუთი წასაკითხად

20-22 ივნისს თბილისში რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – Global Tech Weekend Tbilisi 2025 გაიმართა. სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, ტექნოლოგიის სფეროს ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები გაერთიანდნენ. მათ ისეთი მიმართულებების შესახებ ისაუბრეს, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი (AI), ფინტექი (FinTech) გეიმინგი, WEB3, აგროტექნოლოგიები (AgriTech) მედია, ციფრული მარკეტინგი, კიბერსპორტი (E-Sport). 

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მხარდამჭერი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო. უკვე წლებია, რაც კომპანიამ ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესმოდელისა და მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესების ფუნდამენტად აქცია. ღონისძიების მონაწილეებს „თეგეტას“ დიგიტალ ტრანსფორმაციისა და ციფრული პროდუქტების, მათ შორის  Tegeta app-ის შესახებ ინფორმაცია, ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდმა გაუზიარა. ნიკა კოხოძე სიტყვით გამოვიდა Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარ ღონისძიებაზე  - Shaping the New Era

blog image

ნიკა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი: „თეგეტასთვის“ ციფრული ტრანსფორმაცია არ არის მხოლოდ პროექტი — ესაა ბიზნესის განვითარების ძირითადი ღერძი. გვიხარია, რომ Global Tech Weekend Tbilisi 2025 ფარგლებში საშუალება მოგვეცა, რომ ტექსფეროს წარმომადგენლებისთვის ჩვენი გამოცდილება გაგვეზიარებინა. ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში შევქმენით მონაცემთა ერთიანი სტრუქტურა, მოვახდინეთ პროცესების ავტომატიზაცია, ციფრულ პროდუქტებზე აქცენტით. 


Tegeta App სწორედ ამ ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც მომხმარებელს ავტომობილზე ზრუნვას უმარტივებს. ის არის ერთგვარი ციფრული ასისტენტი, შენი მანქანის პერსონალური მენეჯერი. ეს აპლიკაცია მხოლოდ „თეგეტას“ მომხმარებლებისთვის არ შეგვიქმნია, ის იქნება ერთიანი პლატფორმა ყველა ავტომფლობელისთვის საქართველოში, მომავალში — რეგიონშიც. 


Global Tech Weekend Tbilisi 2025-ი შესაძლებლობას გვაძლევს, საფუძველი ჩავუყაროთ პროფესიულ კომუნიკაციას, მივიღოთ უკუკავშირი იმ ადამიანებისგან, ვინც არა მხოლოდ გვისმენს, არამედ ხედავს განვითარების გლობალურ ტენდენციებსა და შესაძლებლობებს“. 


Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია სახელწოდებით Shaping the New Era 21 ივნისს,  Radio City | District 4-ში ჩატარდა და მას  3 000-ზე მეტი სტუმარი, 100-ზე მეტი პარტნიორი კომპანია და სხვადასხვა ქვეყნიდან 80 სპიკერი დაესწრო. Radio City | District 4-ში ქართველი და უცხოელი წამყვანი ტექპროფესიონალები სხვადასხვა სცენაზე წარსდგნენ: მოეწყო მთავარი სცენა, სტარტაპების გამოფენა და კონკურსი, შიდა მცირე სცენა, Arrival Lab-სცენა, Co-Working სივრცე, მედიასივრცე, Chillout ზონა და სხვა.  


ღონისძიების პირველ და მესამე დღეს, Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის ქოლგის ქვეშ, არსებულმა Community Partner-ებმა თბილისის მასშტაბით ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა უნიკალური Side Event-ები გამართეს. 


Global Tech Weekend Tbilisi 2025-მა ის ადამიანები გააერთიანა, ვისაც ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები აინტერესებს, სურს, შეხვდეს ინვესტორებს და გაიცნოს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები. გარდა ადგილობრივი მონაწილეებისა, ღონისძიებამ უმასპინძლა სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რაშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები GTWT 2025-ის ბრენდელჩები – საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ათი პროფესიონალი, რომელთა მხარდაჭერით სხვადასხვა ქვეყანაში ინფორმაციის გავრცელება და სტუმრების მოწვევა ხდება. 


-- 

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.