Tegeta Business-ის მხარდაჭერით თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025 გაიმართა

10 ივლისი, 2025
Tegeta Business-ის მხარდაჭერით თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025 გაიმართა
2 წუთი წასაკითხად

მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა და ახალი ნომინაციები - ასე შეხვდა თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025 წელს. მასშტაბური პროექტის მხარდამჭერი იყო „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი მიმართულება „თეგეტა ბიზნესი“, რომელიც საგანგებოდ ბიზნესმომხმარებლებზეა ორიენტირებული და მიზნად ისახავს კორპორაციული მომხმარებლებისთვის სერვისის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. 


30-წლიანი გამოცდილებით, პროდუქტებითა და ხედვით „თეგეტა“ თანხვედრაშია ბიზნესდაჯილდოების ღირებულებებთან და ქვეყნის წინსვლაში ბიზნესსოციუმის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით საკუთარი წვლილი შეაქვს.


ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „ჩვენ კარგად გვესმის მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მნიშვნელობა და როლი ქვეყნის ეკონომიკაში. ძლიერი ეკონომიკა იქმნება შიდა რესურსების განვითარებით - იმ ადამიანებისა და კომპანიების წახალისებით, რომლებიც ქმნიან ქვეყნის ეკონომიკურ დინამიკას - სამუშაო ადგილებსა და ინოვაციებს“.


სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი მიმართულება - „თეგეტა ბიზნესი“, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვისაა განკუთვნილი. ამ პროდუქტით კომპანიას სურს, ხელი შეუწყოს მათი ოპერაციული პროცესების, ხარჯებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას.


„ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა ჩვენთვის არ შემოიფარგლება მხოლოდ სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებით, ეს არის ღირებული პარტნიორობის ჩამოყალიბება, რომელიც ემყარება გამოცდილების გაზიარებას, ტექნოლოგიურ ცოდნასა და წინსვლაზე ორიენტირებულ მიდგომას. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ კომპანიებს განვითარებაში და ხელი შევუწყოთ, რომ ქვეყნის ბიზნესეკოსისტემაში თვალსაჩინო ადგილი დაიკავონ“, - განმარტავს კომპანიის წარმომადგენელი.


თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის ფარგლებში, სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულმა ჟიურიმ რეკორდული რაოდენობის მონაწილე 443 ბიზნესიდან საუკეთესოები დაასახელა. 5 ნომინაციაში 15 საუკეთესო კომპანია გამოვლინდა. მათ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ჯილდოები გადაეცათ.


ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებისთვის სხვადასხვა პრიზი იყო დაწესებული. თითოეულ მათგანს შესაძლებლობა აქვს, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიოს ჯილდოდან ერთ-ერთი, მათ შორის: ახალი ვებგვერდის შექმნა, ბრენდინგი, საკომუნიკაციო მხარდაჭერა და სხვა.