ზამთრის საბურავების სწორად შენახვა გადამწყვეტია მათი ელასტიკურობისა და მომდევნო სეზონზე უსაფრთხო მუშაობისთვის. განვიხილოთ, როგორ დავიცვათ ისინი შენახვისას - მაშინ, როდესაც სეზონური საბურავის შეცვლის დრო დგება. ამისთვის საჭიროა:
გრილი ადგილი
დაბალი ტენიანობა
სწორი განლაგება
რა მნიშვნელობა აქვს, სად შევინახავთ საბურავს?
შესაძლოა, ამ კითხვასთან ერთად სკეპტიკური დამოკიდებულებაც გაგიჩნდეთ და იფიქროთ, რომ განსაკუთრებული ადგილის ძებნა საჭირო არ არის, მაგრამ ცდებით. თუ სწორ სივრცეს არ შევარჩევთ:
როგორ შევამციროთ საბურავის დაზიანების რისკი?
რამდენიმე კრიტერიუმს თუ დავიცავთ, სეზონის დასასრულს საბურავი კარგ მდგომარეობაში დაგვხვდება და ხანგრძლივ პერსპექტივაში თანხასაც დაგვიზოგავს.
შევარჩიოთ სივრცე - სასურველია, ტემპერატურა სტაბილური იყოს, +10°C-დან +25°C-მდე
ვაკონტროლოთ ტენიანობა - ადგილი უნდა იყოს მშრალი და კარგად ვენტილირებადი
ავირიდოთ პირდაპირი მზის სხივები - ულტრაიისფერი გამოსხივება აზიანებს რეზინის სტრუქტურას
შევარჩიოთ განლაგება - თუ საბურავი დისკთან ერთად ინახება, სწორ რიგებად უნდა განლაგდეს ან დამაგრდეს; როცა დისკის გარეშეა, ერთმანეთზე დალაგება შეიძლება (მაქსიმუმ 4-5 ცალი, რათა სიმძიმემ დეფორმირება არ გამოიწვიოს)
არ დაგვავიწყდეს მარკირება - თუ საბურავები მონიშნული იქნება, მაგ.: წინა-უკანა, მარჯვენა-მარცხენა, საჭიროებისას მათი შეცვლა უფრო მარტივი იქნება
თუ ასეთი დეტალების მონიტორინგი რთულად გეჩვენებათ ან თქვენი ავტოფარეხი ნესტიანია, შეგიძლიათ, „საბურავების სასტუმროს“ მიმართოთ.
რა არის „საბურავების სასტუმრო“ და რას გვთავაზობენ?
„საბურავების სასტუმრო“ გავრცელებული პრაქტიკაა ევროპაში და საქართველოშიც იძენს პოპულარობას. ავტოსერვისცენტრები გთავაზობენ:
სივრცეს, სადაც საბურავებს სწორად შეინახავენ - კონტროლდება ტენიანობა, ტემპერატურა, განლაგება
სეზონურად საბურავების შეცვლასა და უსაფრთხოების პროცედურებს
როცა სეზონურად ზაფხულის ან ზამთრის საბურავებზე გადახვალთ, უკვე გამოცვლილი არ დაივიწყოთ. მომავალ სეზონს რომ დაზიანებების გარეშე შეხვდეთ, სწორი პირობების შექმნაა საჭირო, რაც უზრუნველყოფს როგორც ფინანსების დაზოგვას, ისე საბურავის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას.