როცა ტექნოლოგია და კულტურა ერთიანდება — თეგეტა მოტორსი ქართული მუსიკალური ფესტივალების მხარდამჭერია

30 სექტემბერი, 2025
როცა ტექნოლოგია და კულტურა ერთიანდება — თეგეტა მოტორსი ქართული მუსიკალური ფესტივალების მხარდამჭერია
2 წუთი წასაკითხად

1930 წლიდან, როცა მძღოლებსა და მგზავრებს პირველად მიეცათ საშუალება, რადიოთი მუსიკა მოესმინათ, მგზავრობის გამოცდილება სრულად შეიცვალა. თუკი მანამდე ავტომობილი მხოლოდ გადაადგილების საშუალება იყო, მელოდიასთან ერთად ახალი მნიშვნელობა შეიძინა.

დღემდე ნებისმიერი მგზავრობა გაცილებით უფრო ემოციურია, რადგან მუსიკის თანხლებით ვიქმნით განწყობას, ვინარჩუნებთ რიტმს და ვაგროვებთ მოგზაურობის ისტორიებს იქამდეც კი, სანამ დანიშნულების ადგილას მივალთ.  

სწორედ ამიტომ თეგეტა მოტორსის ჩართულობა მუსიკალურ ფესტივალებში შემთხვევითი არ არის. ვცდილობთ, მომხმარებლებს ცხოვრების სტილი შევთავაზოთ და გავუზიაროთ გამოცდილება, რომელიც ტექნოლოგიასა და კულტურას აერთიანებს. 

blog image

თეგეტას მუსიკალური მოგზაურობა

2025 წლის ცხელ ზაფხულს თქვენს კომფორტულ და უსაფრთხო მგზავრობასთან ერთად, განწყობაზეც ვიზრუნეთ. თეგეტა მოტორსი და Tegeta cars-ის ბრენდები — Porsche Centre Tbilisi და Volvo Car Sakartvelo Black Sea Jazz Festival-ისა და Stockton invites-ის მხარდამჭერები იყვნენ.

უკვე 18 წელია, Black Sea Jazz Festival უნიკალურ ისტორიას ქმნის და ჯაზის, ბლუზის, სოულის, პოპისა და ალტერნატიული მუსიკის მსმენელს აერთიანებს. იქ, სადაც მრავალფეროვნება, ინოვაცია და ხარისხია, ტექნოლოგია ბუნებრივად პოულობს თავის ადგილს.

blog image

შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის მსმენელის წინაშე ვინტაჟური Porsche 930-ით და თეგეტა მოტორსის ახალი ინტერაქციული ინსტალაციით წარვსდექით. ეს ვინტაჟური მოდელი ავტომობილის ისტორიისა და დიზაინის განსაკუთრებული ნიმუშია და ისეთივე უნიკალურ ემოციებს უკავშირდება, როგორიც ჯაზის ამაღელვებელი ჯღერადობაა.

blog image

Ledisi-ის, The Next Movement-ის, Sister Sledge-ისა და სხვა საერთაშორისო არტისტების მოსმენის პარალელურად, ფესტივალის სტუმრებმა თეგეტას სტენდთან ინტერაქციული სივრცეც იპოვეს.

თეგეტა დიდ პატივს სცემს როგორც მუსიკის ისტორიას, ისე მის ალტერნატიულ, ახალ გზას. სწორედ ამიტომ სათიბეში, Stockton invites-ის თანამედროვე ჟღერადობაშიც ვიპოვეთ ჩვენი ადგილი და Bedford Falls-თან, MokuMoku-სთან, Kordz & Security-სთან, Circus Mircus-სთან ერთად ზაფხულის ბოლო აკორდები გავიზიარეთ.

ფესტივალის სტუმრებს ვინტაჟური Volvo და Tegeta motors x Bridgestone მოსასვენებელი ზონა დავახვედრეთ.

blog image

თეგეტას გზა წინანდლის ჯაზ ფესტივალამდე

ჩვენი რიტმული მოგზაურობა ზაფხულში არ დასრულებულა და ახლა კახეთისკენ ავიღეთ გეზი — იქ, სადაც ქართული ისტორიის 2 უნიკალური ნიმუში, წინანდლის მამული და ღვინო ერთიანდება.

თეგეტა მოტორსი წინანდლის ჯაზისა და ღვინის ფესტივალის სპონსორია, რომელიც 11 ოქტომბერს გაიმართება და მსოფლიო ჯაზვარსკვლავებს — Nik West-ს, Francesca Tandoi Trio-ს, Salt Peanut-ს და ასევე, 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელს უმასპინძლებს. 

blog image

ამ გარემოში, სადაც სტუმრები მხოლოდ ჰარმონიას კი არა, ქართულ ისტორიასაც ეზიარებიან, უნიკალური და ავთენტური გამოცდილება იქმნება. ფესტივალი მასპინძლობს შემსრულებლებს მთელი მსოფლიოდან და მათთან ერთად კახეთი მსოფლიო კულტურულ რუკაზე თავის დამსახურებულ ადგილს იმკვიდრებს.

თეგეტა მოტორსი და Porshe Centre Tbilisi ფესტივალზე წარმოგიდგენთ ჩვენს ინსლატაციას, რომელზეც ხელოვანმა, გიორგი მოზგოვოიმ იმუშავა და ვინტაჟურ Porsche 930-ს. სტუმრებისთვის კიდევ ერთხელ შევქმნით გარემოს, სადაც ტექნოლოგია და მუსიკა განუყოფელია.