„ჩემი გზა ისე სრულდება, როგორც მე მსურს“ - ამ მთავარი გზავნილით შექმნა „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი თაობის Land Cruiser Prado-ს საიმიჯო ვიდეორგოლი. ეს არის ისტორია, რომელიც Prado-ს შესაძლებლობებით იწყება იქ, სადაც სტანდარტული გამოცდილება სრულდება, რაც ხაზს უსვამს როგორც ავტომობილის გამძლეობას, ისე მომხმარებლის თავისუფალ არჩევანს.
ვიდეორგოლის მთავარი გმირი მთამსვლელია – ადამიანი, რომელიც სხვის კვალს არ მიჰყვება და თავად ქმნის საკუთარ გზას. პარალელურად, კადრებში ჩნდება Toyota Land Cruiser Prado, რომელიც ისეთივე შეუჩერებელი და გამძლეა, როგორიც თავად გმირი.
ვიდეოში განსაკუთრებული ადგილი მაღალმთიან აჭარას უკავია. აღსანიშნავია, რომ კადრების სრულყოფის მიზნით, სპეციალურად გადაღებისთვის 6-კილომეტრიანი გზა გაიყვანეს, რომელმაც თითოეულ სცენას საუცხოო ხიბლი შესძინა. კულმინაცია სოფელ ვერნებში ვითარდება – აჭარის უმაღლეს წერტილში, სადაც გმირები მიუწვდომელ გზას ასრულებენ.
გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „ახალი თაობის Toyota Land Cruiser Prado არის უსაფრთხოების, სანდოობისა და გამძლეობის სიმბოლო. ვიდეორგოლში შევძელით, შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც აერთიანებს ბრენდის ღირებულებებს, ემოციასა და ჩვენს რეგიონთან დაკავშირებულ შთამბეჭდავ ისტორიას. მონაცვლე სიუჟეტი ქმნის იდენტობის განცდას – ერთი მხრივ, ადამიანის სულიერი სიმტკიცე, მეორე მხრივ კი, ავტომობილის შეუდრეკელი ძალა, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად ავსებენ მთის სირთულეებით სავსე გარემოს. ჩვენთვის ეს ბევრად მეტია, ვიდრე ავტომობილის დემონსტრაცია – ეს არის თავისუფლებისა და ნდობის სიმბოლო, რომელიც იქ იწყება, სადაც სხვებისთვის მთავრდება“.