როგორ უნდა შეარჩიოთ საუკეთესო ზეთი ავტომობილისთვის

10 ივლისი, 2025
როგორ უნდა შეარჩიოთ საუკეთესო ზეთი ავტომობილისთვის
3 წუთი წასაკითხად

ავტომობილი რომ ერთგულად გემსახუროთ და გაუთვალისწინებელი პრობლემები არ შეგიქმნათ, შესაბამისად უნდა გაუფრთხილდეთ. ყოველდღიურ „თანამგზავრს“ კარგად უნდა იცნობდეთ და მისი საჭიროებების განსაზღვრაც უნდა შეგეძლოთ. 

ამიტომ დღეს ვისაუბრებთ ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხზე და აგიხსნით, რატომ არის აუცილებელი ზეთის სწორად შერჩევა და როგორ უნდა შეძლოთ ეს. მივყვეთ ეტაპობრივად. 

რატომ არის მნიშვნელოვანი ზეთის სწორად შერჩევა 


პირველ რიგში, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ, როცა ავტომობილის ზეთებზე ვსაუბრობთ, ავტომატურად ვსაუბრობთ მანქანის გულზე — ძრავაზე, სადაც უამრავი დეტალი მაღალ სიჩქარესა და ტემპერატურაზე მუშაობს. სწორად შერჩეული და კარგი ხარისხის ზეთი ძრავაში მტკიცე დამცავ ფენას ქმნის, რაც ნაწილებს შორის ხახუნს ამცირებს და მექანიკური ცვეთისგან იცავს. გარდა ამისა, კარგი ზეთი ძრავაში შესაბამისი ტემპერატურის შენარჩუნებაში გვეხმარება, ეს კი გადახურების რისკს ამცირებს. ამასთანავე, ხელს უწყობს ეკოლოგიური სტანდარტების დაცვას, ამცირებს გამონაბოლქვს და ტექინსპექტირების წარმატებით გავლის შანსებს ზრდის. 

თუ სწორ ზეთს არ შეარჩევთ, შეიძლება ძრავა გადახურდეს, დეტალები სწრაფად  გაცვდეს ან ნამწვი და ჭუჭყი დაგროვდეს, რაც საბოლოოდ ავტომობილის  შეკეთებას გარდაუვალს გახდის. 

რა უნდა გაითვალისწინოთ ზეთის შერჩევისას  


ამ შემთხვევაში პირველი ნაბიჯი ავტომობილის მფლობელის სახელმძღვანელოს შემოწმებაა, სადაც მითითებულია, რა ტიპის ზეთია რეკომენდებული: სინთეტიკური, ნახევრად სინთეტიკური თუ ნატურალური. 

  • სინთეტიკური ზეთები მაღალი ხარისხისაა, უკეთ იცავს ძრავას, კარგია როგორც მაღალ, ისე დაბალ ტემპერატურაზე. ისინი ძირითადად ახალი ან მაღალი წარმადობის ძრავებისთვის გამოიყენება; 

  • ნახევრად სინთეტიკური ზეთები საშუალო ხარისხისაა და უფრო ბიუჯეტური ვერსიაა. 

  • მინერალური ზეთები უკვე მოძველებული და ნაკლებად ეფექტური საშუალებაა. იყენებენ ძველი მოდელის მანქანებისთვის. 


სხვადასხვა ორგანიზაცია, როგორებიცაა API (American Petroleum Institute), ACEA (Association des Constructeurs Européens d'Automobiles) და სხვები, ადგენს გლობალურ ტექნიკურ სტანდარტებს ზეთებისთვის. ვინაიდან ხარისხი გადამწყვეტია, უნდა ვენდოთ ისეთ ბრენდებს, რომლებიც დადგენილ სტანდარტებს პასუხობს. მაგალითად, Shell მოწინავე ტექნოლოგიით ამზადებს ზეთებს, რაც კარგია როგორც ყოველდღიური, ისე სპორტული ავტომობილებისთვის და შიგნიდან წმენდს ძრავას. უფრო კონკრეტულად რატომ Shell? ზეთები ქმნის მტკიცე დამცავ ფენას, რაც საგრძნობლად ამცირებს მექანიკურ ხახუნს და ახანგრძლივებს ძრავის სიცოცხლეს. ზრდის ძრავის ეფექტიანობას და ამცირებს საწვავის ხარჯს — განსაკუთრებით ხანგრძლივი მგზავრობისას ან ქალაქში მოძრაობისას. Shell-ის ზეთები იდეალურად მუშაობს როგორც მაღალი, ისე დაბალი ტემპერატურის პირობებში. Shell პარტნიორობს ისეთ გიგანტ ბრენდებთან, როგორებიცაა Ferrari, BMW, Hyundai, Maserati და Ducati. Shell იყენებს უნიკალურ ტექნოლოგიას, როგორიცაა PurePlus Technology — ბუნებრივი გაზისგან მიღებული სრულიად სუფთა საბაზისო ზეთი. შედეგად მიიღება სუფთა და მაღალი წარმადობის ზეთი, რომელიც მავნე ნარჩენებს ნაკლებად იკრავს და ძრავას უკეთესად იცავს. 


ასევე, Mobil 1, რომელსაც სრულად სინთეზური ფორმულა აქვს ძრავის მაქსიმალურად დაცვისთვის, უძლებს მაღალ ტემპერატურას და ამცირებს ხახუნს. ორივე მათგანი ახანგრძლივებს ზეთის ცვლის ინტერვალს და ინარჩუნებს სტაბილურობას. ამავდროულად, შედარებით ნაკლებია გამონაბოლქვი და საწვავის ხარჯიც მცირდება. Mobil 1 არ კარგავს თვისებებს დიდი მანძილის გავლის შემდეგაც. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ზეთი გაცილებით იშვიათად შეცვალოთ, რაც ამცირებს მომსახურების ხარჯებს და დაზოგავს დროს. Mobil 1 რეკომენდებულია და გამოიყენება ისეთ ავტომწარმოებლებში, როგორებიცაა: Porsche, Mercedes-Benz, Bentley, Toyota, Honda, Ford, GM და სხვ. მათ შორის — სპორტული და მაღალი წარმადობის მანქანების ბრენდებში. 

თუ ამ ინფორმაციის მიუხედავად, ისევ გაქვთ კითხვა, რატომ უნდა გამოიყენოთ ძვირად ღირებული ზეთები, როცა ბაზარზე იაფფასიანიც არსებობს და მანქანა მათი გამოყენების დროსაც დადის, რისკებზე უფრო მეტს გეტყვით. 

❌ გიწევთ უფრო ხშირად შეცვლა – დაბალხარისხიანი ზეთი სწრაფად კარგავს თვისებებს; 

❌ ვერ იცავს ძრავას სათანადოდ – ძლიერდება ცვეთა, გადახურება და დაგროვილი ჭუჭყი აფერხებს მუშაობას; 

❌ აფუჭებს კატალიზატორს – რაც უკვე ძვირი სიამოვნებაა; 

❌ ზრდის საწვავის ხარჯს – ხახუნის ზრდა საწვავის ხარჯზეც აისახება. 


მგონი, უკვე დროა, შევთანხმდეთ, რომ, თუ გინდათ, ავტომობილი სტაბილურად მუშაობდეს, მაღალი ხარისხის ზეთი უნდა შეარჩიოთ. შეგიძლიათ, ახლავე შეამოწმოთ და გაიგოთ, რამდენად აკმაყოფილებს თქვენი მანქანის ზეთი საერთაშორისო სტანდარტებს.