ამ ბლოგს შესაძლოა, კითხულობდეს ავტომოყვარული — რომელიც საკოლექციო მანქანებით არის გატაცებული; მძღოლი — რომელიც ყოველდღიურად იყენებს ავტომობილს; ან უბრალოდ მგზავრი — რომელიც მანქანის სისუფთავესა და კომფორტს აფასებს. ვინც არ უნდა იყო, ერთი რამ ცხადია: სუფთა და მოწესრიგებული ინტერიერი მხოლოდ ვიზუალური სიამოვნება არაა, ეს შენი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და მანქანის ხანგრძლივად ექსპლუატაციის გარანტია. და მაინც, რატომ უნდა მოვუაროთ ინტერიერს?
მოუწესრიგებელი სალონი ხდება მტვრის, ბაქტერიისა და ალერგენების მიზეზი
იწვევს უსიამოვნო სუნს
აზიანებს ტექსტილს, ტყავსა და პლასტმასას
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — საგანგებო სიტუაციაში შეიძლება საფრთხის მიზეზიც გახდეს, მაგალითად, გასაწმენდი საჭე, მორყეული ნაწილები და სხვა…

დაალაგეთ ინტერიერი რეგულარულად
სალონი რომ სუფთა, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და დაზიანებებისგან დაცული იყოს, ინტერიერის რეგულარული მოვლა აუცილებელია. მარტივი წესია — თუ სალონი ხშირად დასუფთავდება, არც სუნი დადგება, არც ლაქები გაჩნდება და არც ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყის მოსაშორებლად დაგჭირდებათ ზედმეტი ძალისხმევა.
განსაზღვრეთ ზედაპირის ტიპი
ინტერიერის მოვლამდე მნიშვნელოვანია, დაადგინოთ, როგორია ავტომობილის სალონის საფარი — ტექსტილის, ტყავის, პლასტმასის თუ შერეული. თითოეულ ზედაპირს სპეციფიკური მოვლა სჭირდება, ამიტომაც აუცილებელია შესაბამისი საწმენდი საშუალებების გამოყენება, რომლებიც წამყვანმა ბრენდებმა შეიმუშავეს. გამორჩეულია Sonax. გერმანული ბრენდი სპეციალიზებულია ავტომობილების მოვლა-შენახვისა და ინტერიერის სისუფთავის პროდუქტების მიმართულებით.
მაგალითად, ტექსტილისთვის რეკომენდებულია ქაფი ან სპრეი, ტყავისთვის — სპეციალური საწმენდი და დამატენიანებელი კონდიციონერი, ხოლო პლასტმასისთვის — ანტისტატიკური და UV-დამცავი ხსნარი. ეს საწმენდი საშუალებები აფერხებს ზედაპირის გამოშრობას და დაზიანებას, უნარჩუნებს ტენიანობასა და ელასტიკურობას.
ასევე, Sonax-ს აქვს ეკომეგობრული მიმართულებაც — თუ სალონში ბავშვი ან ცხოველი გყავთ, შეგიძლიათ, ქიმიური ზემოქმედება შეამციროთ.

შეარჩიეთ სალონის საწმენდი საშუალებები
ინტერიერის სისუფთავისთვის მხოლოდ ხსნარები არ კმარა — შესაბამისი ხელსაწყოებიც საჭიროა.
მტვრის მოსაშორებლად გამოიყენეთ სტანდარტული ან კომპაქტური მტვერსასრუტი, მიკროფიბრის ტილოები და მცირე ზომის ფუნჯები რთულად მისაწვდომი ადგილებისთვის.
ხალიჩების რეგულარული წმენდა და ნარჩენების დროული მოცილება ხელს უშლის ლაქებისა და უსიამოვნო სუნის გაჩენას.
მინებისა და ეკრანების გასაწმენდად ისეთი სითხეები შეარჩიეთ, რომლებიც სპირტს არ შეიცავს. ასე ეკრანზე ლაქებს აირიდებთ. არ გაწმინდოთ ეკრანები უხეში ტილოთი, ეს ზედაპირებს აზიანებს. დასუფთავების შემდეგ ნუ დახურავთ ავტომობილს, სანამ ზედაპირები სველია.
სუნისა და ჰაერის ხარისხის გასაკონტროლებლად გამოიყენეთ არომატიზატორები ან სპეციალური სუნის გამწმენდები. პერიოდულად შეამოწმეთ ჰაერის ფილტრები და საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ.

გაითვალისწინეთ, ზამთარში ტენიანობა იზრდება და შესაძლოა, უსიამოვნო სუნი გაჩნდეს, ამიტომ ნესტის საწინააღმდეგო საშუალებები დაგჭირდებათ; ზაფხულში კი მზის პირდაპირი ზემოქმედება პლასტმასას აზიანებს, ამიტომ UV-დამცავებია საჭირო.
როგორც ხედავთ, ავტომობილის ინტერიერის მოვლა არა მხოლოდ სისუფთავესა და კომფორტს უკავშირდება, არამედ მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისა და ავტომობილის ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის.