აკუმულატორი ავტომობილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი და ენერგიის წყაროა, ამიტომაც მისი გამართული მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
თქვენი ავტო მეგზურის, #თეგეტასსახელმძღვანელოს დღევანდელ ბლოგში გიზიარებთ რჩევებს, რომელიც ავტომობილში აკუმულატორის მდგომარეობის სწორად შეფასებაში დაგეხმარება.
როგორ უნდა შეარჩიოთ აკუმულატორი?
პირველ რიგში აკუმულატორი ძრავის დაქოქვაზეა პასუხისმგებელი. მაგრამ, აკუმულატორი ავტომობილს ენერგიას მაშინაც კი აწვდის, როდესაც ძრავა გამორთულია. აკუმულატორის რესურსი ბრენდისა და ხარისხის მიხედვით საშუალოდ 3დან 7 წლამდეა. ამიტომ, თუ გსურთ, რომ აკუმულატორი დიდხანს გემსახუროთ, მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი და დიდი რესურსის პროდუქტი შეიძინოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემოწმებული იყოს ავტომობილი, რათა გამოირიცხოს დენის ე.წ. დაკარგვა და ახალმა აკუმულატორმა სრულფასოვნად იმუშაოს.
როგორ უნდა მივხვდეთ რომ აკუმულატორი შესაცვლელია?
თუ ერთ დღესაც ძრავის ამუშავება გაგიჭირდებათ ეს არ ნიშნავს რომ აკუმულატორმა რესურსი ამოწურა. პირვეელ რიგში უნდა შემოწმდეს ელექტრო გაყვანილოობა და თვითონ აკუმულატორი. თუკი დამუხტვის შემდეგ კიდევ პრობლემა შეგექმნათ ეს უკვე იმის დასტურია რომ აკუმულატორს პრობლემები აქვს და უნდა მიმართოთ სერვისს.