ზაფხული შვებულებასთან, მოგზაურობასა და მეტ მოძრაობასთან ასოცირდება - შესაბამისად, ავტომობილის მოვლაზეც მეტი ფოკუსია საჭირო. ხშირად გვავიწყდება, რომ ზაფხულის სიცხე ისეთივე ზიანის მომტანი შეიძლება იყოს აკუმულატორისთვის, როგორისაც ზამთრის ყინვა.
ამ ბლოგში ვისაუბრებთ, როგორ მოქმედებს მაღალი ტემპერატურა აკუმულატორზე და როგორ უნდა დაიცვათ ის დაზიანებისა და ზედმეტი ენერგომოხმარებისგან.
ზაფხულის სიცხე და აკუმულატორი - რა უნდა იცოდეთ?
მითი: აკუმულატორი მხოლოდ სიცივეში ფუჭდება.
სიმართლე: სიცხე ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც აკუმულატორი შეიძლება დაზიანდეს.
დეტალურად:
მაღალი ტემპერატურა აორთქლებს ელექტროლიტს აკუმულატორში;
ჩქარდება შიდა კოროზია;
შედეგად, აკუმულატორის სიცოცხლის ციკლი საშუალოდ 25%-ით იკლებს;
მაგალითად: 32°C გარე ტემპერატურისას კაპოტის ქვეშ ტემპერატურა 60°C-მდე იზრდება!

როგორ დავიცვათ აკუმულატორი სიცხისგან?
ჩრდილში დაყენება
მაქსიმალურად ეცადეთ, ავტომობილი ჩრდილში გააჩეროთ;
ან გამოიყენეთ სპეციალური მზისგან დამცავი საფარი, რომელიც სალონის ტემპერატურისა და, შესაბამისად, აკუმულატორის გადახურებისგან დაგიცავთ.
გამორთეთ არასაჭირო მოწყობილობები
გადაადგილებისას გამორთეთ აუდიოსისტემა, ფარები და სხვა მოწყობილობები, როცა მათ არ იყენებთ;
განსაკუთრებით მაშინ, თუ ძრავა გამორთულია - ამ დროს მთელი დატვირთვა აკუმულატორზე მოდის.
მოერიდეთ აკუმულატორის ზედმეტ დატვირთვას
პრაქტიკული რჩევები ენერგიის დაზოგვისთვის
აკუმულატორის მდგომარეობის რეგულარული შემოწმება
შეამოწმეთ აკუმულატორის კონტაქტების სიმყარე;
მოძებნეთ კოროზიის ნიშნები - თეთრი, მწვანე ან ნაცრისფერი ნადები კონტაქტებზე;
კოროზია ხელს უშლის ელენერგიის ეფექტიან მიმოცვლას.
ყურადღება მიაქციეთ მგზავრობის ხანგრძლივობას
მოკლე გზებზე ხშირად მგზავრობა აკუმულატორის სრულ დამუხტვას ვერ უზრუნველყოფს;
კვირაში ერთხელ მაინც იარეთ 20-30 წუთით - ამით აკუმულატორი სათანადოდ დაიმუხტება;
ან გამოიყენეთ მრავალფაზიანი დამტენი, რომელიც აკუმულატორს უსაფრთხოდ და სრულად დატენის.
დაგეგმეთ პროფილაქტიკური შემოწმება

რატომ Varta?
თუ ეძებთ სანდო და ტექნოლოგიური ინოვაციებით გამორჩეულ აკუმულატორს, Varta-ს AGM მოდელები მაღალი ტემპერატურის პირობებშიც სტაბილურ მუშაობას უზრუნველყოფს. ლაბორატორიულმა და საველე ტესტებმა აჩვენა, რომ AGM ბატარეა სხვა მოდელებზე უკეთესად უძლებს სიცხეს; ინოვაციური ტექნოლოგია ამცირებს ელექტროლიტის აორთქლებას და აფერხებს აკუმულატორის ბადეების კოროზიას; შესაბამისად, აკუმულატორი უფრო დიდხანს ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას.
დაიცავით აკუმულატორი - დაიცავით თქვენი ავტომობილი!
არ დაგავიწყდეთ აკუმულატორის რეგულარული შემოწმება. შემოწმების სიხშირე ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ავტომობილის ტიპზე, აკუმულატორის გამოყენების პერიოდსა და მოხმარების ინტენსივობაზე, თუმცა შემოწმება, საშუალოდ, წელიწადში ორჯერ არის რეკომენდებული, სეზონების ცვლილებისას - გაზაფხულსა და შემოდგომაზე.