როგორ შევცვალოთ საბურავი დამოუკიდებლად

30 მაისი, 2025
როგორ შევცვალოთ საბურავი დამოუკიდებლად
3 წუთი წასაკითხად

როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მძღოლებისთვის საბურავის დაშვება ან დაზიანება ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო შემთხვევაა. ეს არა მხოლოდ დისკომფორტს, არამედ საფრთხესაც ქმნის. თავი რომ დაიზღვიოთ, პროცესს მომზადებული და ინფორმირებული უნდა შეხვდეთ. როგორ? - ამ ბლოგში მარტივად აგიხსნით. 


როდის უნდა შეცვალოთ საბურავი? 

საბურავი ავტომობილის ერთადერთი დეტალია, რომელიც უშუალოდ ეხება გზის ზედაპირს, ამიტომ მას უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტი როლი აკისრია. უსიამოვნო მოულოდნელობები რომ თავიდან ავიცილოთ, საბურავის მდგომარეობა სისტემატურად უნდა შევამოწმოთ და განვსაზღვროთ:

  • საბურავის ასაკი  

  • ცვეთის ხარისხი 

  • სეზონურობა

  • ხმაური ან ვიბრაცია


გარკვეული პერიოდის შემდეგ, განსაკუთრებით კი ხშირი ექსპლუატაციის შემთხვევაში, საბურავი ელასტიკურობასა და ეფექტურობას კარგავს, რამაც შეიძლება  მოჭიდების უნარი შეასუსტოს და გაზარდოს დამუხრუჭების დრო. ეს კი პირდაპირ უქმნის საფრთხეს თქვენს უსაფრთხოებას.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საბურავი სეზონის შესაბამისად შევცვალოთ.  პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს საბურავის შემადგენლობა. ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა, ხოლო ზამთრის საბურავში, პირიქით, დაბალ ტემპერატურაზეა გათვლილი.

ზაფხულის საბურავი სიცივეში ხისტი ხდება და მოჭიდების უნარს კარგავს,  ხოლო ზამთრის საბურავი ცხელი გზის საფარზე მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას ადვილად ცვდება და მისი მოჭიდება ნაკლებად ეფექტიანია.

თუ საბურავი გაცვეთილია ან დაზიანებულია, შეცვლა აღარ უნდა გადადოთ. 

თუ, პრევენციული ზომების მიუხედავად, ავტომობილის საბურავი მაინც დაგიზიანდათ, პრობლემა არც ეს არის. მოდი, გავიგოთ - როგორ შევცვალოთ ის დამოუკიდებლად…

blog image

რა გჭირდებათ საბურავის შესაცვლელად?

მანქანის საჭიროებების განსაზღვრის შემდეგ მნიშვნელოვანია, თან გქონდეთ რამდენიმე  ნივთი:

  • სათადარიგო საბურავი

  • დომკრატი

  • ქანჩის გასაღები

  • გამაფრთხილებელი სამკუთხედი

  • ხელთათმანები და ფანარი იმ შემთხვევისთვის, თუ საბურავის შეცვლა ღამით მოგიხდათ


როგორ უნდა შეცვალოთ საბურავი ეტაპობრივად

პირველ რიგში, ავტომობილი უსაფრთხო ადგილას და სწორ ზედაპირზე უნდა გააჩეროთ, ავარიული მაშუქები ჩართოთ და სადგომი მუხრუჭი ამოსწიოთ. მომდევნო პროცედურა შესაბამის მანძილზე გამაფრთხილებელი სამკუთხედის დადგმაა. 

მანქანის აწევამდე ქანჩები ოდნავ მოუშვით, მაგრამ ბოლომდე არ მოხსნათ, გაითვალისწინეთ, წამოწევის შემდეგ ამის გაკეთება რთული იქნება.

ახლა დომკრატის დაყენების დროა. ავტომობილების უმეტესობას აქვს ნიშნები, რომლებიც დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, სად უნდა დაამაგროთ დომკრატი. დამაგრების შემდეგ, წამოსწიეთ მანქანა ისე, რომ საბურავი ასფალტს ასცდეს. გაითვალისწინეთ უსაფრთხოების მნიშვნელოვანი წესი — არ შეძვრეთ მანქანის ქვეშ, რადგან მხოლოდ დომკრატი საკმარისი გარანტია არ არის.

blog image

აწევის შემდეგ მოხსენით ქანჩები ბოლომდე, მოხსენით დაზიანებული საბურავი და დაამაგრეთ ახალი. ქანჩები სუსტად მოუჭირეთ.

დაუშვით მანქანა და ქანჩები ჯვარედინად გადაუჭირეთ. ამას „ვარსკვლავურ“ მეთოდსაც უწოდებენ. ეს უზრუნველყოფს, რომ საბურავი სწორად და მყარად დამაგრდეს. გაითვალისწინეთ - სათადარიგო საბურავი ხანგრძლივად გამოყენებისთვის განკუთვნილი არ არის.  ის მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში, მცირე მანძილის გასავლელად არის რეკომენდირებული. აქვს სიჩქარის შეზღუდვაც. 

სულ ეს არის. რამდენიმე მარტივი ეტაპის გავლის შემდეგ საბურავი შეცვლილი გაქვთ და აღარ ფიქრობთ, რომ ეს დიდი გამოწვევაა. დაიმახსოვრეთ, თუ ავტომობილს დროულად მიაქცევთ ყურადღებას და სეზონურად გამოცვლით საბურავებს, გზაში შექმნილ დისკომფორტსა და მოულოდნელ ხარჯებს თავიდან აირიდებთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია საბურავის ხარისხი. თუ მის შეცვლას დაგეგმავთ, BRIDGESTONE-ის მოდელების გამოყენებას გირჩევთ, ისინი გამძლეობით გამოირჩევა და რთულ კლიმატურ თუ საგზაო პირობებში გამოგადგებათ. მსგავსი საბურავი უზრუნველყოფს უკეთეს დამუხრუჭებას, სტაბილურობასა და ნაკლებ ცვეთას. გასათვალისწინებელია BRIDGESTONE-ის Run-Flat Technology-ც, რაც საშუალებას მოგცემთ, საბურავის დაზიანების შემთხვევაშიც კი რამდენიმე ათეულ კილომეტრზე გადაადგილება შეძლოთ.

BRIDGESTONE — იაპონური წარმოშობის, საბურავების მწარმოებელი წამყვანი ბრენდია. მისი მთავარი უპირატესობებია: პრემიუმ ხარისხი, უსაფრთხოება და ინოვაცია. ლიდერია საბურავების წარმოების ტექნოლოგიაში — გამოირჩევა უახლესი ინჟინერიითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით. აქვს მაღალი მოჭიდება და დამუხრუჭების შესაძლებლობა, განსაკუთრებით სველ გზაზე გადაადგილებისას. გამოირჩევა ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადით — იდეალურია შორ მანძილზე მგზავრობისთვის. BRIDGESTONE-ის საბურავებით აღჭურვილია ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Lamborghini, Toyota, BMW, Mercedes-Benz, Audi და სხვ.