როგორ მოვუაროთ ჰიბრიდულ და ელექტრომობილებს?

29 აგვისტო, 2025
როგორ მოვუაროთ ჰიბრიდულ და ელექტრომობილებს?
2 წუთი წასაკითხად

იცოდით, რომ ჰიბრიდული და ელექტრომო ავტომობილებიც  ისევე, და შეიძლება უფრო მეტადაც, მგრძნობიარეები არიან ტემპერატურის მიმართ, როგორც საწვავზე მომუშავე მოდელები? დღეს ვისაუბრებთ, როგორ დავიცვათ ავტომობილის ბატარეა და ელექტრონული კომპონენტები „თერმული სტრესისგან“.

 

როგორ მოვუაროთ ბატარეას სიცხეში?

 

ეს რეკომენდაცია არც ისე მარტივი შესასრულებელია, მაგრამ მაინც ამით უნდა დავიწყოთ — სიცხეში მანქანა მზეზე არ დატოვოთ. თუ გრილ ადგილს ვერ იპოვით, დამცავი ფირები გამოიყენეთ, რათა სალონში ტემპერატურა არ გაიზარდოს. 


ასევე მნიშვნელოვანია, დამუხტვა ჩრდილში ან გრილ ადგილას სცადოთ. მაგალითად, დახურულ ავტოსადგომზე.


  • მოერიდეთ სწრაფი დამუხტვის რეჟიმს (Fast charging) — ვინაიდან ცხელ ამინდში საწყისი ტემპერატურა ისედაც მაღალია, დამატებითი დატვირთვისას ბატარეის გადახურების რისკიც მეტია

  • თუ შორ გზაზე არ მიდიხართ, ბოლომდე არ დამუხტოთ და 50-80%-ის ენერგიით გამოიყენეთ. ასევე ეცადეთ, რომ მაჩვენებელი 10%-ზე დაბლა არ ჩამოვიდეს

blog image

რატომ არის მნიშვნელოვანი გაგრილების სისტემის კონტროლი?

 

ელექტრომობილებსა და ჰიბრიდებში ბატარეებსა და ელექტრონულ კომპონენტებს საკუთარი გაგრილების სისტემა აქვს, ჰაერის ან თხევადი გაგრილებით. ზაფხულში ამ სისტემაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გადახურება არა მხოლოდ წარმადობას ამცირებს, არამედ საკმაოდ ძვირად ღირებული ნაწილების ცვეთასაც აჩქარებს. 

  • მნიშვნელოვანია, რეგულარულად შეამოწმოთ გაგრილების სითხის დონე და სისუფთავე. თუ დაბინძურებულია, უნდა გამოცვალოთ

  • გამოიყენეთ ავტომწარმოებლის რეკომენდებული სითხე. არასწორმა სითხემ შეიძლება ტუმბო და მილი დააზიანოს

  • პერიოდულად რადიატორიც გაწმინდეთ, რათა მწერებმა და მტვერმა ჰაერის ნაკადი არ შეამციროს

 

blog image

გაგრილების სისტემას თქვენი ყურადღება რომ დასჭირდება, ამას ავტომობილი თავადვე განიშნებთ, იქნება ეს მონიტორზე გადახურების გამაფრთხილებელი მინიშნება, კონდიციონერის არაეფექტური მუშაობა თუ ბატარეის მაღალი ტემპერატურა. ამიტომ ყურადღებით იყავით და არ დაგავიწყდეთ:

  • ჰიბრიდულ მოდელებში გაგრილების სისტემის დაზიანებამ შესაძლოა, ძრავის დაზიანებამდე მიგიყვანოთ

  • ელექტრომობილებში კი აქტიური გაგრილების გარეშე ბატარეის სიცოცხლე მნიშვნელოვნად შემცირდება

 

დაბოლოს, გახსოვდეთ, პრევენცია ყოველთვის უფრო მარტივი და ეფექტიანია, ვიდრე დაზიანებული კომპონენტების შეკეთება ან შეცვლა.