ცხელ ზაფხულში ავტომობილის მთავარი კომფორტი მის ინტერიერში მაქსიმალური სიგრილეა. #თეგეტასსახელმძღვანელო მარტივად აგიხსნით, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ზაფხულში ავტომობილში სიცხემ არ შეგაწუხოთ, კონდიცირების სისტემა კი დიდხანს გემსახუროთ.
ჰაერის კონდიცირების სისტემის გამართული მუშაობა და გამძლეობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად უვლით მას. თქვენი ყურადღების გამახვილება ისეთ ფაქტზე გვსურს, რომელსაც ყურადღებას ძალიან იშვიათად ან არასდროს აქცევენ ხოლმე.
თუ თქვენი ავტომობილის სალონი გრილდება, კონდიციონერი მუშაობს, მაგრამ დიდი ხანია, სისტემა არ შეგიმოწმებიათ, ნუ იქნებით დარწმუნებული, რომ ყველაფერი წესრიგშია. თუ კონდიციონერს ფრეონი აკლია, კომპრესორი უმეტეს შემთხვევებში მაინც ირთვება და სალონიც გრილდება. შესაძლოა, ისე აღარ აგრილებდეს, როგორც ადრე, მაგრამ მომხმარებელთა უმეტესობისთვის განსხვავება ხშირად შეუმჩნეველია.
სანამ კონდიციონერის მოხმარებას აქტიურად დაიწყებთ აუცილებლად უნდა შემოწმდეს ფრეონის დონე და საჭიროების შემთხვევაში დაემატოს. ეს სერვისი საკმაოდ დაბალი ღირებულებისაა, რაც კონდიციონერის კომპრესორს დაზიანებისგან იხსნის და სამომავლოდ, უფრო დიდ ხარჯს აირიდებთ თავიდან.
გახსოვდეთ: ფრეონის თუნდაც მცირე დოზით ნაკლებობა, კონდიციონერის სისტემის ნელ-ნელა დაზიანებას იწვევს და დიდია იმის შანსი, რომ კომპრესორი მწყობრიდან გამოვიდეს, მისი შეცვლა კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.