როგორ მოვამზადოთ ავტომობილის კონდიციონერი სიცხეებისთვის

27 მაისი, 2026
როგორ მოვამზადოთ ავტომობილის კონდიციონერი სიცხეებისთვის
2 წუთი წასაკითხად

როგორ ვაკონტროლოთ ფრეონის დონე ავტომობილში


ტემპერატურის მატებასთან ერთად, კონდიცირების სისტემა ყველაზე მოთხოვნადი ფუნქცია ხდება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გამართულად მუშაობდეს. ამისთვის კი საჭიროა, იცოდეთ, რა როლი აქვს ფრეონს და რატომ უნდა აკონტროლოთ მისი დონე:

  • საჭიროა დიაგნოსტირება და ფრეონის გაჟონვის შემოწმება

  • სხვადასხვა ტიპის ფრეონის შერევა არ შეიძლება

  • ფრეონის დონის გადაჭარბება ისევე დამაზიანებელია, როგორც მისი დანაკლისი

როგორ მივხვდეთ, რომ სისტემას ფრეონი აკლია 

ფრეონი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც კონდიცირების სისტემაში ცირკულირებს და ჰაერის გაგრილებას უზრუნველყოფს. მისი შევსება გრაფიკს არ ექვემდებარება, თუმცა პერიოდული კონტროლი მნიშვნელოვანია. 

პრობლემის იდენტიფიცირებაში დაგეხმარებათ შემდეგი ნიშნები:

  • თუ თქვენი კონდიციონერი საკმარისად აღარ აგრილებს

  • არასტაბილურად მუშაობს და ხშირად ითიშება

  • სალონში გრილის ნაცვლად თბილი ჰაერი შემოაქვს

  • საქარე მინები იორთქლება

blog image

თუ ამათგან ერთ-ერთი მაინც შეამჩნიეთ, სავარაუდოდ, ფრეონის დონე შემცირებულია. მისი შემცირება, განსაკუთრებით მოკლე დროში, გაჟონვაზე მიუთითებს და დროულ დიაგნოსტიკას საჭიროებს.

 

გაჟონვის მიზეზი შეიძლება გახდეს რეზინების გამოშრობა, ნაწილების გაცვეთა ან კოროზია, რასაც ზამთარში გზებზე დაყრილი მარილი და ქიმიური რეაგენტები აჩქარებს.

როგორ შევარჩიოთ ფრეონი სწორად

ფრეონის შესარჩევად ყველაზე სანდო წყარო თავად ავტომობილია. საჭირო ინფორმაციის ნახვა მომხმარებლის სახელმძღვანელოში, ან კაპოტის ქვეშ სტიკერზე შეგიძლიათ. 

რა უნდა გავითვალისწინოთ ფრეონის შევსებისას

შესაძლოა, ფრეონის დამატება მარტივ პროცედურად ჩანდეს, თუმცა ის სიზუსტესა და შესაბამის ცოდნას მოითხოვს. მნიშვნელოვანია:

  • სისტემის დიაგნოსტიკა

  • გაჟონვის შემოწმება

  • ტენიანობის მოცილება (ვაკუუმირება)

  • სისტემის წნევის კონტროლი

  • ფრეონის სწორი რაოდენობით შევსება

blog image

შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია სისტემის რეალური მდგომარეობის შეფასება. ამიტომ დამოუკიდებლად შევსება ხშირად მხოლოდ დროებითი გამოსავალია და არა პრობლემის საბოლოო გადაწყვეტა. არასწორად შევსებამ კი შეიძლება კომპრესორის გადატვირთვა, გაგრილების ეფექტურობის შემცირება და სისტემის დაზიანება გამოიწვიოს.

კონდიციონერის გამართული მუშაობა პირდაპირ განსაზღვრავს თქვენს კომფორტს. ამიტომ, თუ შეამჩნევთ, რომ სისტემა ეფექტურად აღარ მუშაობს, გართულებას ნუ დაელოდებით. მიმართეთ სერვისცენტრს, სადაც სრულ დიაგნოსტიკას ჩაატარებენ, შესაძლო გაუმართაობას აღმოაჩენენ და ფრეონის დონესაც ზუსტად დაარეგულირებენ.