როგორ მოვამზადოთ ავტომობილი გარდამავალი სეზონისთვის?

09 სექტემბერი, 2025
როგორ მოვამზადოთ ავტომობილი გარდამავალი სეზონისთვის?
2 წუთი წასაკითხად

ზაფხულის განმავლობაში უკვე არაერთხელ განვიხილეთ, თუ როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ ავტომობილს მაღალი ტემპერატურის პირობებში. ახლა კი, როცა ტემპერატურა კლებას იწყებს და წინ წვიმიანი ამინდებიც გველის, დროა, ავტომობილი საშემოდგომოდ მოვამზადოთ.

 

5 მთავარი ნაბიჯი ავტომობილის შემოდგომისთვის მოსამზადებლად

 

1.  საბურავების სეზონური ცვლა

ზაფხულის საბურავები დროულად უნდა შეცვალოთ. როგორც იცით, ამას 2 მნიშვნელოვანი წესი ახლავს თან:

  • შეამოწმეთ წნევა — ტემპერატურის ვარდნა მასზე გავლენას ახდენს

  • შეამოწმეთ პროტექტორის სიღრმე - ყურადღება მიაქციეთ კონკრეტული საბურავის ცვეთის ინდიკატორებს

 

blog image

2.  აკუმულატორის შემოწმება

 

ზაფხულში სითხის აორთქლებისა და კოროზიის საფრთხეა, სიცივე და ტენიანი ამინდები კი მუხტის გამძლეობას ამცირებს. აკუმულატორის შემოწმება სახლის პირობებში გაგიჭირდებათ, ამიტომ აჯობებს, ავტომობილი სერვისცენტრში მიიყვანოთ.

  • გადაამოწმეთ კონტაქტები კოროზიაზე

  •   ჩაატარეთ დატვირთვის ტესტი

3.  სითხეების გადამოწმება

 

  • ძრავის ზეთი — გადაამოწმეთ, ხომ არ აკლია ავტომობილს ზეთი და საჭიროების შემთხვევაში ჩაამატეთ

  • გაგრილების სითხე — ანტიფრიზი უნდა იყოს შესაბამის დონეზე და არ დაკარგოს თვისებები. უმჯობესია, შემოდგომაზე ცივი სეზონისთვის მზადება დაიწყოთ და ავტომობილში ზამთრის სითხე ჩაასხათ, რომელიც ყინვამედეგია

 

blog image

4.  სამუხრუჭე სისტემის გამართვა

 

ზაფხულში სამუხრუჭე ხუნდები სწრაფად ცვდება, შემოდგომის სველ და ფოთლებით დაფარულ გზებზე კი დამუხრუჭების მანძილი იზრდება.

  • გადაამოწმეთ ხუნდების სისქე

  • შეამოწმეთ სამუხრუჭე სითხის დონე და მდგომარეობა

  • დარწმუნდით, რომ დამუხრუჭება თანაბარი და ეფექტურია

5.  განათების სისტემის გამართვა

ზაფხულის გრძელი დღეების შემდეგ შემოდგომაზე ადრეული შებინდებისთვის უნდა იყოთ მზად.

 

  • მოაწესრიგეთ ფარები და განათება

  • დაათვალიერეთ ვიზუალურად, ნათურები გადამწვარი ხომ არ არის

  • ყურადღება მიაქციეთ, რომ ფარები დაბინდული ან ჩამუქებული არ იყოს, ანდა პირიქით, ზედმეტად არ ანათებდეს

blog image

კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია საშემოდგომო მზადებისთვის:

 

ავტომობილის უსაფრთხოებასა და გამართულ მუშაობასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს კომფორტზე ზრუნვაც.

  • კლიმატკონტროლის გამართვა — თუ თქვენს ავტომობილს აქვს ეს ფუნქცია, გადაამოწმეთ, რომ ტემპერატურას სწორად არეგულირებდეს

  • ვენტილატორისა და ჰაერის ნაკადის ტესტი — გადაამოწმეთ ყველა რეჟიმი და დარწმუნდით, რომ მუშაობს

  • ჰაერისა და სალონის ფილტრების შემოწმება — ზაფხულში მტვრის ჭარბი რაოდენობა ფილტრებს მეტად აბინძურებს, შემოდგომაზე კი მნიშვნელოვანია, სუფთა იყოს, რათა ფანჯრები ადვილად გაშრეს და ნესტმა არ შეგაწუხოთ

  • სალონის ხალიჩების შეცვლა — თუ ფიქრობთ, რომ არანაირი სხვაობა არ არის, როგორი ხალიჩა ეგება სალონში, ცდებით. შემოდგომაზე სჯობს ტექსტილის ნაცვლად რეზინის გქონდეთ, რადგან წვიმისა და ტალახისგან მარტივად დაგიცავთ და ასევე მარტივად გაიწმინდება

 

თუ ცოტა დროს გამონახავთ და ყველა ამ ნაბიჯს ეტაპობრივად მიჰყვებით, თქვენი ავტომობილი შემოდგომას სრულიად მომზადებული შეხვდება. თუმცა, თუკი დრო არ გაქვთ, რომ საუკეთესო მეგზურზე თავად იზრუნოთ, სერვისცენტრს მიმართეთ და თქვენი ავტომობილის გამართულ ფუნქციონირებას სპეციალისტები უზრუნველყოფენ.