როგორ დავზოგოთ საწვავი ავტომობილის მართვის დროს?

09 ივლისი, 2025
როგორ დავზოგოთ საწვავი ავტომობილის მართვის დროს?
2 წუთი წასაკითხად

როგორ დავზოგოთ საწვავი ავტომობილის მართვის დროს? 


საწვავის ფასის მუდმივი ზრდა გამოწვევაა როგორც მძღოლებისთვის, ისე მგზავრებისთვის. ჩვენი ყოველდღიური ხარჯები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, რა ციფრები წერია ბენზინ- და გაზგასამართ სადგურებზე. დაზოგვის მცდელობები უშედეგო იქნება, თუ სწორ მიდგომას არ შევარჩევთ. როგორც აღმოჩნდა, ამისთვის რამდენიმე მარტივი ნაბიჯის გადადგმაც საკმარისია. 


საწვავის დაზოგვა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად იცნობთ თქვენს ავტომობილს. გულწრფელად რომ თქვათ, ეცნობით მწარმოებლის რეკომენდაციებს? თუ არა, აუცილებლად გაეცანით, მას შემდეგ, რაც ამ ბლოგში მარტივ რჩევებს გაგიზიარებთ.  


გამართული მანქანა = ხარჯების დაზოგვას  


ფილტრების წმენდა და ზეთის რეგულარული შეცვლა -  გეგმური სერვისები მანქანის გამართულად ფუნქციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მოულოდნელ დაზიანებებსა და გაუთვალისწინებელ ხარჯებს აგარიდებთ. თან ჭუჭყიანი ფილტრი და ძველი ზეთი ძრავის დატვირთვას ზრდის, შესაბამისად — საწვავის ხარჯსაც.  


მწარმოებლის რეკომენდებული ზეთის გამოყენებამ შესაძლოა, საწვავის მოხმარება წელიწადში 0,9-2,2%-ით შეამციროს. ახლა გაიხსენეთ, ბოლოს როდის შეამოწმეთ ზეთი და როდის გიწევთ შეცვლა? 


საბურავების სწორად შერჩევა მანქანის მოვლის მთავარი ეტაპია. პასუხისმგებლობიანი მძღოლი უნდა ზრუნავდეს როგორც სეზონურად საბურავების ცვლაზე, ისე წნევისა და პროტექტორის სისქის შემოწმებაზე.  

blog image

საბურავის ხშირად ცვლისა და საწვავის წვის გამო ხანგრძლივ პერსპექტივაში ბევრი ფული რომ არ ხარჯოთ, ხარისხიანი საბურავებით უნდა ისარგებლოთ. Bridgestone-ის ბრენდის Ecopia-s მოდელები რამდენიმე პრობლემას ერთდროულად მოგიგვარებთ — ეკოლოგიურად უსაფრთხოა, გამძლეობით გამოირჩევა და სპეციალური დიზაინის წყალობით ხახუნი მცირდება, ეს კი საწვავის ეკონომიას უზრუნველყოფს.  

ისარგებლეთ ECO რეჟიმით — ეს ფუნქცია ძრავის მუშაობის ოპტიმიზაციაში დაგეხმარებათ. რადგან საცობები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ადაპტირება უნდა ვცადოთ. თუ დიდი ხნით გიწევთ საცობში დგომა, Start-Stop ფუნქციით სარგებლობაც რეკომენდებულია, რაც ძრავას ავტომატურად თიშავს. 


სწორი ჩვევები = ხარჯების დაზოგვას 


საწვავის დაზოგვისთვის საჭირო ნაბიჯები მხოლოდ ტექნიკურ დეტალებს და მის მოსაგვარებლად გაწეულ ხარჯებს არ მოიცავს. ხანდახან ამის აღიარება არ გვინდა, მაგრამ ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული.  


მაგალითად, მანქანის მართვის სტილი დიდ როლს თამაშობს. რაც უფრო სწრაფად აჩქარდებით და მკვეთრად დაამუხრუჭებთ, მით უფრო მეტ საწვავს დაწვავთ. მგზავრობისას სტაბილური სიჩქარე შეინარჩუნეთ და საწვავის მეტად შენარჩუნებასაც შეძლებთ. 


მოერიდეთ მანქანის გადატვირთვას. შესაძლოა, ეს ყოველთვის არ გამოგივიდეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბევრი რამის გადატანა გიწევთ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ, რაც მეტი ნივთია მანქანაში, მით მეტი საწვავია საჭირო. ბოლოს როდის შეამოწმეთ თქვენი საბარგული? დარწმუნებული ხართ, რომ არასაჭირო არაფერი გიწყვიათ?  


დაგეგმეთ მარშრუტი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საცობებისთვის თავის არიდება დიდი გამოწვევაა, თუმცა ხანდახან შესაძლებელია. თუ გაქვთ საშუალება, მანქანით გასვლის დრო აკონტროლოთ, შეეცადეთ, პიკის საათში არ იმოძრაოთ. ისარგებლეთ აპლიკაციებით, რომლითაც გზებზე არსებულ მდგომარეობას გაიგებთ. ეს, საწვავთან ერთად, დროსაც დაგიზოგავთ.  


საწვავის ფასი ჩვენზე არაა დამოკიდებული, თუმცა შეგვიძლია ვცადოთ, რჩევები გავითვალისწინოთ და მოხმარება მცირედით მაინც შევამციროთ. შედეგად საფულეც ამოისუნთქავს და გარემოც, ნაკლები გამონაბოლქვის გამო.