იცოდით, რომ ზაფხულში მზის პირდაპირმა სხივებმა შესაძლოა, თქვენი ავტომობილი შიგნიდანაც დააზიანოს? ასეთ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ სავარძლებს, პლასტმასის დეტალებსა და პანელებს.
სალონის თერმული გადახურებისგან დასაცავად 5 მარტივი გზა არსებობს:
რეგულარული რეცხვა და მზისგან მორიდება
ფანჯრებისა და მინების დაცვა მზისგან
გამოიყენეთ დამცავი შირმები, რომლებსაც ხშირად პატარა ქოლგის ფორმა აქვს და მარტივად იშლება. იდეალურია გაჩერებულ მანქანაში გამოსაყენებლად

სავარძლების მოვლა და დაცვა
ეკოლოგიური ტყავის ან მისი შემცვლელისგან დამზადებული სავარძლები განსაკუთრებით მგრძნობიარეა სიცხის მიმართ, მარტივად შრება და სკდება.
ეკოტყავისა და მისი შემცვლელებისგან დამზადებული სავარძლებისთვის გამოიყენეთ თხელი, სითბოგამძლე გადასაფარებლები, რომლებიც UV სხივებს ამცირებს
თუ ორიგინალი ვიზუალის შენარჩუნება გსურთ, გამოიყენეთ სპეციალური დამცავი პროდუქტები - სანდო არჩევანია SONAX-ის ტყავის მოსავლელი გელი ან საწმენდი ქაფი - ასუფთავებს, აახლებს ფერს და იცავს ზედაპირს

პანელებისა და პლასტმასის ზედაპირების დაცვა
გამოიყენეთ სპეციალური გადასაფარებლები, რომლებიც მზისგან იცავს სალონს
შეარჩიეთ ანტისტატიკური სპრეი (აქაც SONAX-ის ბრენდს გირჩევთ) და მიკრობოჭკოვანი ხელსახოცები, რომლებიც მტვერს აცილებს და ზედაპირს სიპრიალეს უნარჩუნებს
ეს პროდუქტები ასევე სასიამოვნო სურნელს ტოვებს სალონში
ერთიანი საფარი - მარტივი გამოსავალი
თუ არ გსურთ, აქსესუარების ცალკე შეძენა ან დეტალური მოვლა, გამოიყენეთ სრული დამცავი გადასაფარებელი; ის იცავს ავტომობილს არა მხოლოდ მზის სხივებისგან, არამედ მტვრისა და მექანიკური დაზიანებებისგანაც; იდეალურია გრძელვადიანი პარკირების ან ხანგრძლივი მოგზაურობების დროს.
მზისგან ავტომობილის სალონის დაცვა არც რთულია და არც ძვირი. მთავარია, დროულად მივაქციოთ ყურადღება იმ დეტალებს, რომლებიც მუდმივად ექვემდებარება გადახურებასა და დაზიანებას. არჩევანი კი თქვენზეა, თქვენი ყოველდღიურობისა და ბიუჯეტის შესაბამისად - იქნება ეს სპეციალური სპრეი, გადასაკვრელი ფირი თუ სრულად დამცავი გადასაფარებელი.