ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რომელსაც მძღოლები უშვებენ, ავტომობილის სავალი ნაწილის უყურადღებოდ დატოვებაა. თუ თქვენც მათ რიცხვში ხართ და ძირითადად მაშინ მიმართავთ სერვისცენტრს, როცა მართვა შეუძლებელი ხდება, ეს ბლოგი თქვენთვისაა.
სავალი ნაწილის რეგულარული შემოწმება საშუალებას გაძლევთ, პრობლემები დროულად აღმოაჩინოთ და დამატებითი ხარჯები აირიდოთ.
რა უნდა იცოდეთ ავტომობილის სავალ ნაწილზე
სავალი ნაწილი ავტომობილის უსაფრთხოებისა და კომფორტის ერთ-ერთი მთავარი სისტემაა. ის პასუხისმგებელია ავტომობილის სტაბილურობაზე, მართვადობაზე, კომფორტულ მგზავრობასა და უსაფრთხოებაზე.
სავალი ნაწილი რამდენიმე კომპონენტს აერთიანებს, როგორებიცაა: ამორტიზატორები, ზამბარები, ბერკეტები, სახსრები, სტაბილიზატორისა და საჭის სისტემის დეტალები და სხვა.
რა რისკებს შეიცავს დაზიანებული სავალი ნაწილი
სავალი ნაწილის ნებისმიერი გაუმართაობა ავტომობილის სტაბილურობას ამცირებს. ამ სისტემის ერთი დეტალის დაზიანებამ შეიძლება სხვა ნაწილებიც დააზიანოს. მაგალითად:
სავალი ნაწილის პრობლემებმა შეიძლება საბურავების არათანაბარი ცვეთა გამოიწვიოს
გაუმართაობა ხშირად საბურავების არასწორ განლაგებას (გეომეტრიას) იწვევს, ეს კი გაწევის წინაღობასა და, შესაბამისად, საწვავის ხარჯს ზრდის

