თუ ზაფხულის სიცხე თქვენთვის მოგზაურობასა და დასვენებასთან ასოცირდება, უნდა გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება თქვენს ავტომობილსაც. სიცხე, მტვერი და მაღალი დატვირთვა - ეს ის ფაქტორებია, რომლებიც ჰაერის ფილტრებს განსაკუთრებით აზიანებს.
ამ ბლოგში მოგიყვებით, რატომ არის მნიშვნელოვანი ჰაერის ფილტრების შემოწმება და შეცვლა, რა საფრთხეს უქმნის მტვერი ავტომობილს და როგორ შეგიძლიათ, ეს მარტივად გააკეთოთ.
რა კავშირშია ზაფხული და ავტომობილის ფილტრები?
ზაფხულში გარემოში მტვრის, ბალახის ნაწილაკებისა და მწერების რაოდენობა საგრძნობლად იზრდება. ამ დროს მანქანის ჰაერის ფილტრები უფრო სწრაფად ბინძურდება, რაც გავლენას ახდენს როგორც ავტომობილის მუშაობაზე, ისე მგზავრების ჯანმრთელობაზე.
აქტიური მგზავრობა და კონდიციონერის გამოყენება აჩქარებს ფილტრების დაბინძურებას, რაც დროულ რეაგირებას მოითხოვს.

რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს უყურადღებობას?
სალონის ჰაერის ფილტრი:
უარესდება ჰაერის ცირკულაცია სალონში
კონდიციონერი სუსტად უბერავს
ჩნდება არასასიამოვნო სუნი
იზრდება ალერგიის რისკი მგზავრებისთვის
ძრავის ჰაერის ფილტრი:
ძრავი ვეღარ იღებს საკმარის ჰაერს
იზრდება გადახურებისა და დაზიანების რისკი
მკვეთრად იმატებს საწვავის მოხმარება
როგორ მივხვდეთ, რომ დროა, ფილტრი შევცვალოთ?
თუ დააკვირდებით რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს, თავად ავტომობილიც მიგანიშნებთ, რომ ფილტრის შეცვლის დროა.
რჩევა: უმჯობესია, ჰაერის ფილტრები წელიწადში ერთხელ მაინც შეამოწმოთ და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვალოთ.

როგორ შევცვალოთ ჰაერის ფილტრები?
ფილტრების შეცვლა რთული არ არის და შეგიძლიათ, ეს დამოუკიდებლადაც გააკეთოთ, თუ რამდენიმე მარტივ ნაბიჯს მიჰყვებით:
ძრავის ჰაერის ფილტრი:
მოძებნეთ ფილტრის ყუთი ძრავის განყოფილებაში
გახსენით ხრახნები და ამოიღეთ ძველი ფილტრი
გაწმინდეთ ფილტრის ყუთის შიდა ნაწილი
ჩასვით ახალი ფილტრი იმავე მიმართულებით ძველის ადგილას
დააბრუნეთ ყუთი საწყის მდგომარეობაში და მჭიდროდ დააფიქსირეთ
სალონის ჰაერის ფილტრი:
გაწმენდა თუ შეცვლა?
ზოგიერთი ფილტრი შეიძლება გაიწმინდოს და არ საჭიროებდეს გამოცვლას. თუმცა გაითვალისწინეთ:
გაწმენდა არ არის რეკომენდებული ყველა ტიპის ფილტრისთვის
ეფექტი უფრო ნაკლებია, ვიდრე ახლის შემთხვევაში
გაწმენდისას არ გამოიყენოთ წყალი ან ქიმიკატები - მხოლოდ მტვერსასრუტი ან ჰაერის ნაკადი
ზაფხულში ჰაერის ფილტრების მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია როგორც ავტომობილის გამართულ ფუნქციონირებასთან, ისე თქვენს ჯანმრთელობასთან. სწორად შერჩეული დრო ფილტრების შესამოწმებლად და საჭიროების შემთხვევაში შესაცვლელად, დაგაზოგვინებთ ხარჯებს და თავიდან აგარიდებთ ძვირად ღირებულ პრობლემებს.
თუ ვერ ახერხებთ დამოუკიდებლად შეცვლას, არ იდარდოთ - მიმართეთ სერვისცენტრს და სპეციალისტები რამდენიმე წუთში გაუმკლავდებიან ამ პრობლემას.