რატომ არის მნიშვნელოვანი ავტომობილის გარეცხვა წვიმიან ამინდებში?

13 ოქტომბერი, 2025
რატომ არის მნიშვნელოვანი ავტომობილის გარეცხვა წვიმიან ამინდებში?
2 წუთი წასაკითხად

ბევრს ჰგონია, რომ წვიმიან ამინდებში ავტომობილის გარეცხვა დროისა და თანხის ფუჭი ხარჯვაა. რეალობა კი განსხვავებულია.

წვიმიან ამინდში ავტომობილის გარეცხვა მხოლოდ ექსტერიერის მოწესრიგებას არ ემსახურება — საქმე გვაქვს მანქანის საღებავის დაცვასთან, კოროზიის პრევენციასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან.

blog image

რატომ აზიანებს წვიმა ავტომობილის ზედაპირს?

წარმოიდგინეთ, ავტომობილი წვიმაში დატოვეთ და ფიქრობთ, რომ წვეთებმა მას ჭუჭყი ჩამორეცხა. სინამდვილეში კი:

  • წვიმის წყალი სუფთა არ არის – მასში ხშირად არის მტვერი, მინერალები და ატმოსფერული ქიმიკატები

  • წვეთების გაშრობის შემდეგ რჩება მინერალური ნალექი, რომელიც დროთა განმავლობაში საღებავს აზიანებს და ბზინვარებას უკარგავს

  • მჟავა წვიმა – ატმოსფერული დაბინძურების შედეგად წვიმის წყალში შეიძლება გოგირდისა და აზოტის მჟავების შემცველობა გაიზარდოს, რაც: საღებავს აღიავებს, პლასტმასისა და რეზინის ელემენტებს აშრობს, ბზარებს აჩენს

blog image

რა ზიანი მოაქვს ჭუჭყისა და ტალახის დაგროვებას?

წვიმასთან ერთად, გზებზე გროვდება ტალახი, რომელიც:

  • ედება მანქანის ქვედა ნაწილებს

  • აზიანებს სავალ ნაწილს, მუხრუჭებს, ტრანსმისიას

  • ზრდის კოროზიისა და ჟანგის გაჩენის რისკს

  • აფერხებს ავტომობილის ნორმალურ მუშაობას და ზრდის სამომავლო დანახარჯებს

blog image

როგორ მოვუაროთ ავტომობილს წვიმიან ამინდში?

თუ გსურთ, რომ წვიმა პრობლემად არ იქცეს, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • წვიმის შემდეგ არ გადადოთ რეცხვა – რაც უფრო მალე ჩამორეცხავთ მინერალებს, მით უკეთესია

  • გამოიყენეთ მაღალი ხარისხის სარეცხი საშუალებები – მინერალებისა და მჟავების მოსაცილებლად აუცილებელია სპეციალური სითხეები

  • გადაწმინდეთ სველი ზედაპირი მიკროფიბრის ქსოვილით – ასე თავიდან აიცილებთ ლაქებისა და ნაკაწრების გაჩენას

  • შეამოწმეთ ქვედა ნაწილი და საბურავები – საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ მაღალი წნევის წყალი ტალახის მოსაშორებლად

  • შესაძლებლობის შემთხვევაში გააჩერეთ მანქანა დახურულ სივრცეში – ასე ხელს შეუშლით ზედმეტ დატენიანებას

გახსოვდეთ, თქვენი ავტომობილი იმსახურებს დაცვას — მაშინაც, როცა წვიმს.