რატომ არ გამოდგება ზამთრის საბურავი ყველა სეზონისთვის?

09 მარტი, 2026
რატომ არ გამოდგება ზამთრის საბურავი ყველა სეზონისთვის?
2 წუთი წასაკითხად

იმის გასაგებად, თუ რატომ არ უნდა ვიაროთ მთელი წელი ზამთრის საბურავებით, უნდა ვიცოდეთ:

  • რა განსხვავებაა სეზონურ საბურავებს შორის

  • როდის არის მათი შეცვლის სწორი დრო

  • რა რისკებს ქმნის არასწორი არჩევანი

როდის უნდა გადავიდეთ ზაფხულის საბურავებზე

სახელწოდებისა და გამოყენების სეზონის გარდა, ამ საბურავებში განსხვავებულია რეზინის შემადგენლობა, პროტექტორის დიზაინი და მუშაობის ეფექტურობაც:

  • ზამთრის საბურავი - რბილი რეზინისგან მზადდება და დაბალ ტემპერატურაზე არ მყარდება, ყინვასა და თოვლში ელასტიკურობას ინარჩუნებს

  • ზაფხულის საბურავი - უფრო მყარი რეზინის ნარევი აქვს, მაღალ ტემპერატურაზე არ რბილდება, უკეთ მუშაობს თბილ და ცხელ ასფალტზე 

blog image

საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, როცა დღიური ტემპერატურა სტაბილურად აღემატება +7°C-ს და ყინვის რისკიც აღარ არის, მძღოლებმა ზამთრის საბურავები უნდა შეცვალონ.

რა მოხდება, თუ სეზონურად საბურავს არ შევცვლით

თუ რეკომენდაციებს არ გავითვალისწინებთ, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ტემპერატურის ზრდისას, თუნდაც 15-20°C-ზე ზამთრის საბურავის რეზინა ზედმეტად დარბილდება და ცვეთა საგრძნობლად დაჩქარდება. შედეგად:

  • დამუხრუჭების მანძილი გაიზრდება

  • საჭის მართვა ნაკლებად ზუსტი გახდება

  • საწვავის მოხმარება მოიმატებს

შესაბამისად, სხვა სეზონზე ზამთრის საბურავის გამოყენება არც უსაფრთხოა და არც ეკონომიური. ამის საპირწონედ კი, მაღალი ტემპერატურისას ზაფხულის საბურავები:

  • უკეთ ეკვრის მშრალ და სველ ასფალტს

  • ამცირებს ხმაურს

  • უზრუნველყოფს უფრო ზუსტ მართვას

  • ზოგავს საწვავს

blog image

ამიტომ, როგორც პასუხისმგებლობიან და წინდახედულ მძღოლებს შეეფერებათ, როცა ტემპერატურის მატება დაიწყება:

  • დაიცავით „+7°C-ის წესი“ და სერვისცენტრს დროულად მიმართეთ

  • შეამოწმეთ ზაფხულის საბურავების პროტექტორი და წნევა

  • ზამთრის საბურავი კი გრილ და მშრალ ადგილას შეინახეთ.