ავტომობილით უსაფრთხო მგზავრობისთვის სამუხრუჭე სისტემის გამართულ მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სამუხრუჭე სისტემის ყველაზე ცვეთადი დეტალი კი ხუნდებია. იცოდით, რომ სამუხრუჭე ხუნდების ცვეთა ინდივიდუალურია და მომხმარებლის სიარულის მანერაზეა დამოკიდებული? სწორედ ამიტომ აუცილებელია რომ პერიოდულად შეამოწმოთ თქვენი მანქანის სამუხრუჭე სისტემა, რომ უსაფრთხოდ და მშვიდად იმგზავროთ.
სამუხრუჭე ხუნდები ძირითადად ორი ტიპისაა: ხუნდები, რომლებსაც მექანიკური ხმის გამომცემი უყენია და ხუნდები ცვეთის სენსორით, რომელიც სალონში, მაჩვენებელთა დაფაზე გიჩვენებთ, როცა შესაცვლელია.
ხუნდების შეცვლის დროს აუცილებელია, შემოწმდეს საყრდენი დისკები, სუპორტის ცილინდრის მტვერდამცავები და მიმმართველები.
თეგეტა მოტორსი გირჩევთ: გაითვალისწინეთ, რომ ახალი ხუნდების დაყენების შემდეგ, დაახლოებით 300-კილომეტრიან დისტანციაზე ავტომობილს ახასიათებს რბილი მუხრუჭი. შესაბამისად, თავიდან რეკომენდებულია უფრო ფრთხილი სიარული.
სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობისათვის ხუნდების შეცვლასთან ერთად აუცილებელია სამუხრუჭე სითხის ვარგისიანობის შემოწმებაც. შესაძლოა, სითხე არ აკლდეს, მაგრამ იყოს ძველი - დაძველებული სამუხრუჭე სითხე კი საშიშია. სითხის ვარგისიანობის ვადა დაახლოებით 3 წელია.