რა უნდა იცოდეთ ავტომობილის ტემპერატურის კონტროლზე

21 აგვისტო, 2025
რა უნდა იცოდეთ ავტომობილის ტემპერატურის კონტროლზე
2 წუთი წასაკითხად

ავტომობილის ტემპერატურის კონტროლი გადამწყვეტ როლს ასრულებს ძრავის გამართულად მუშაობაში. ოპტიმალური ტემპერატურა იცავს ძრავას გადახურებისგან, რაც, თავის მხრივ, თავიდან გვარიდებს სერიოზულ ტექნიკურ დაზიანებებსა და გაუთვალისწინებელ ხარჯებს.


ამ ბლოგში განვიხილავთ - როგორ მუშაობს ტემპერატურის კონტროლის სისტემა? რატომ არის ის მნიშვნელოვანი და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ძრავა გადახურდა?

blog image

როგორ მუშაობს ტემპერატურის კონტროლის სისტემა?


სისტემა რამდენიმე ძირითად ნაწილს მოიცავს, რომლებიც ძრავის გაგრილებასა და სტაბილურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს:

  • ანტიფრიზი - სპეციალური სითხე, რომელიც იცავს ძრავას გადახურების, გაყინვისა და კოროზიისგან;

  • ტემპერატურის სენსორი - ზომავს ანტიფრიზის ტემპერატურას და საჭიროების შემთხვევაში რთავს რადიატორის ვენტილატორს;

  • რადიატორი - აგრილებს გამაგრილებელ სითხეს, რომელიც ძრავის გარშემო ცირკულირებს;

  • თერმოსტატი - აკონტროლებს, როდის და რა ტემპერატურაზე მიედინება გამაგრილებელი სითხე ძრავიდან რადიატორში;

  • ცირკულაციის ტუმბო - უზრუნველყოფს გამაგრილებელი სითხის უწყვეტ მოძრაობას სისტემაში.

საშუალოდ, ძრავის სამუშაო ტემპერატურა 90-105°C შუალედში მერყეობს. ამ ზღვარს მიღმა მყოფი ტემპერატურა უკვე პრობლემის მაჩვენებელია.

blog image

როგორ მოვუაროთ ტემპერატურის კონტროლის სისტემას?

  • რეგულარულად შეამოწმეთ ანტიფრიზის დონე და საჭიროების შემთხვევაში შეავსეთ ან შეცვალეთ (რეკომენდებულია ყოველ 2-3 წელიწადში);

  • აკონტროლეთ ტემპერატურის მაჩვენებელი პანელზე;

  • პერიოდულად შეამოწმეთ ცირკულაციის ტუმბოსა და თერმოსტატის მუშაობა;

  • დააკვირდით, მუშაობს თუ არა რადიატორის ვენტილატორი, როცა ტემპერატურა იზრდება.

მარტივი კონტროლით შეგიძლიათ ძვირად ღირებული პრობლემების პრევენცია.

blog image

რატომ არის ტემპერატურის კონტროლი მნიშვნელოვანი?

  • იცავს ძრავას გადახურებისგან - გადახურება ძრავის დაზიანების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და ძვირად ღირებული მიზეზია;

  • აუმჯობესებს საწვავის ხარჯვას - ოპტიმალურ ტემპერატურაზე ძრავა უფრო ეფექტურად მუშაობს;

  • ზრდის ძრავის რესურსს - იცავს მის შიდა და გარე კომპონენტებს;

ასევე იცავთ არა მხოლოდ ავტომობილს, არამედ საკუთარ და სხვების უსაფრთხოებასაც.

blog image

რა უნდა გააკეთოთ, თუ ძრავა გადახურდა?

გადახურების ამოსაცნობად მიაქციეთ ყურადღება შემდეგ ნიშნებს:

  • ტემპერატურის მაჩვენებელი წითელ ზონაში გადადის;

  • ძრავიდან ისმის უცნაური ხმები ან ამოდის ორთქლი;

  • იგრძნობა სპეციფიკური სუნი.

ასეთ შემთხვევაში:

  1. გამორთეთ კონდიციონერი, რომ ძრავის დატვირთვა შეამციროთ;

  2. ჩართეთ გათბობა;

  3. გააჩერეთ ავტომობილი უსაფრთხო ადგილას და გამორთეთ ძრავა;

  4. ფრთხილად ახადეთ კაპოტი, ორთქლის შემთხვევაში არ შეეხოთ სითხის რეზერვუარს;

დაელოდეთ, სანამ ძრავა სრულად გაგრილდება და მხოლოდ ამის შემდეგ შეამოწმეთ ანტიფრიზის დონე.

არასდროს გახსნათ ცხელ მდგომარეობაში სითხის რეზერვუარი - ეს უსაფრთხო არ არის. სჯობს, პროფესიონალს მიენდოთ. ან დაელოდეთ გაგრილებას და მხოლოდ ამის შემდეგ შეამოწმეთ გამაგრილებლის რეზერვუარი.

blog image

დაზიანების შემდეგი ნაბიჯი

თუ გადახურებამ უკვე დაზიანება გამოიწვია:

  • მიმართეთ სერვისცენტრს დიაგნოსტიკისთვის;

გახსოვდეთ, ტემპერატურის კონტროლი არ არის მხოლოდ ტექნიკური დეტალი - ეს თქვენი უსაფრთხოების, ფინანსური ხარჯებისა და ავტომობილის სიცოცხლისუნარიანობის საფუძველია.