როცა ავტომობილი თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცედურა წესად უნდა აქციოთ. ავტომობილის მექანიზმი რეგულარულ კონტროლს საჭიროებს — და ეს უბრალოდ მოვლის საკითხი კი არა, თქვენი სიმშვიდის გარანტიაა. თუ გნებავთ, არასდროს გაგიჭირდეთ მისი დაქოქვა და გზაზე მოულოდნელ უსიამოვნებებში არ გაეხვიოთ, მაშინ რეგულარული შემოწმება თქვენი რუტინის ნაწილი უნდა გახდეს.
თუმცა, იმის გამო, რომ მანქანის შემოწმება დროსა და ხარჯებს უკავშირდება, მძღოლების ნაწილი ცდილობს, ეს რუტინა თავიდან აირიდოს. იმედი გვაქვს, თქვენ მათ რიცხვში არ ხართ, ან თუ ხართ, ვეცდებით, დაგარწმუნოთ, რომ მცირე დროისა და რესურსის დახარჯვით მომავალში გაცილებით დიდ ხარჯებს გადარჩებით.
როდის არის საჭირო შემოწმება
რეგულარული შემოწმების თავიდან არიდება ხშირად მოუცლელობას უკავშირდება. თუმცა ამის გამოსწორების გზებიც არსებობს — შეგიძლიათ, შეიმუშაოთ კალენდარი ამ პროცესისთვის. გაითვალისწინეთ:
ზეთების, საბურავების წნევის , განათების შემოწმება — რეკომენდებულია თვეში ერთხელ;
აკუმულატორებისა და სითხეების — 3 თვეში ერთხელ;
მუხრუჭების შემოწმება და სრული პროფესიონალური დიაგნოსტიკა — 6 თვეში ერთხელ
თუ მანქანას უვლით და რეგულარულად ამოწმებთ, მისი ფუნქციონირების ხანგრძლივობა იზრდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ მანქანაზე ფიქრი დიდხანს არ მოგიწევთ.
რეგულარული შემოწმების ისტორია მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც პოტენციური გამყიდველისთვისაც. ეს ზრდის ავტომობილის ფასს და მყიდველს სანდოობის გარანტიას აძლევს.
ბუნებაზე ზრუნვაც არ უნდა დაგავიწყდეთ. ცუდად მოვლილი მანქანა ხშირად გამოყოფს გამონაბოლქვს, რეგულარული სერვისი კი ამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას.
საბაზისო ინფორმაცია უკვე გაქვთ, ახლა კი დაფიქრდით, როდის შეამოწმეთ ბოლოს თქვენი მანქანა?