საქართველოში მოგზაურობას სეზონი არ სჭირდება, რადგან ის წელიწადის ოთხივე დროს ულამაზესია. მთავარია გამოვნახოთ თავისუფალი დრო, გავმართოთ ავტომობილი და ვოიაჟიც დაწყებულია. თავიდან ყველაზე რთული დროის გამონახვა მეგონა, თუმცა ბათუმში ყოფნისას დავრწმუნდი, რომ მთავარი ავტომობილის სწორად გამართვაა. მრავალ "პროფილაქტიკა" გამოვლილი ჩემი სედანი, უეცრად მწყობრიდან გამოვიდა და დაქოქვაზე უარი განაცხადა. რელაქსაციისთვის გათვლილი მოგზაურობა უცებ ჯოჯოხეთად იქცა.
მანქანაზე მიყუდებული ხან ტელეფონს ჩავცქერი, ხან ცას ავხედავ, იმ იმედით, რომ იქიდან ვინმე დახმარების ხელს გამომიწვდის. აი, მოვიდა ტელეფონის ჯერიც, უეცრად სახე გამინათდა. ბედნიერებისაგან აღელვებულმა შემდეგი სიტყვები ამოვიკითხე — "თეგეტა მოტორსის ახალი სერვისცენტრი ბათუმში".
თეგეტას ბათუმის ფილიალიდან ევაკუატორი რამდენიმე წუთში გამომიგზავნეს და სერვისცენტრში ერთ საათზე ნაკლებ დროში აღმოვჩნდი. მანქანა ისე სწრაფად გამიმართეს, რომ ყავის დალევაც ვერ მოვასწარი. როდესაც გაიგეს ჩემი დასავლეთში მოგზაურობის შესახებ, სიმშვიდისთვის, მითხრეს რომ თეგეტას სერვისცენტრები ქუთაისსა და ფოთშიც ჰქონია და კეთილი მგზავრობა მისურვეს.
სერვისის მაღალი სტანდარტი მთელი საქართველოს მასშტაბით
ავტომობილთან დაკავშირებული პრობლემების დროს, როგორც წესი ვცდილობთ ვიპოვნოთ ისეთი სერვისი, სადაც ხარისხიანად მოგვემსახურებიან და თანხებსაც დაგვიზოგავენ. მაგრამ უეცრად გადავაწყდებით ხოლმე სხვის მიერ ნაქებ "პროფილაქტიკას", რომელშიც რეალურად არც ხარისხია და არც შეღავათიანი ფასები. საბოლოო ჯამში ვხვდებით, რომ შეცდომა დავუშვით და ამჯერად მივდივართ იქ, სადაც 800 კვალიფიციური თანამშრომელი ზრუნავს 2000-მდე მომხმარებელზე, სადაც ყოველდღიურ საქმიანობაში 300 ბრენდის მიერ წარმოებულ პროდუქციას გთავაზობენ 17 სერვისცენტრში.