„თეგეტა ჰოლდინგი“ მომხმარებელზე ზრუნვის ახალ ეტაპზე გადადის და სტრატეგიულ კორპორაციულ მომხმარებლებს Prime მომსახურებას სთავაზობს. „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში შექმნილი ახალი პროდუქტი გათვლილია იმ კორპორაციულ მომხმარებლებზე, რომლებიც მართავენ დიდ ავტოპარკს და მაქსიმალურად ეფექტური საოპერაციო მოდელი ესაჭიროებათ. ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომა ბიზნესს საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
„თეგეტას“ Prime მომსახურება პასუხობს კორპორაციული მომხმარებლების უმნიშვნელოვანეს საჭიროებებს: პროცესების კოორდინაცია, სერვისის სტატუსების კონტროლი და ინფორმაციის დროული მიღება. პარტნიორ კომპანიას ენიშნება Prime მენეჯერი — ინდივიდუალური საკონტაქტო პირი, რომელიც უზრუნველყოფს ავტოპარკის უწყვეტ, გეგმურ და ეფექტიან მომსახურებას. ის უზრუნველყოფს როგორც სერვისის დაგეგმვასა და ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგს, ისე ხარჯებისა და დატვირთვის ანალიზს და დოკუმენტაციის მართვას, რაც შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ისე ფილიალში ვიზიტისას.
ნათია ნასრაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მთავარი საოპერაციო ოფიცრის მოადგილე: „Prime მომსახურება ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, ავტოპარკის მართვა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანოს — ზუსტად, ეფექტურად და პარტნიორულად. იმ კომპანიები, რომლებსაც თეგეტასთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, ფლობენ დიდ ავტოპარკს და აქვთ მუშაობის განსხვავებული სპეციფიკა, ვთავაზობთ რეალურ საჭიროებებზე მორგებულ გამოცდილებას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი, რომელსაც თეგეტასგან იღებენ, არის ავტოპარკის ინდივიდუალურად შესწავლა და ამის შესაბამისად, მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიღება. ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, რომელიც გავლენას ახდენს თითოეული ავტომობილის ცვეთასა და ოპერირებისთვის საჭირო სარეგლამენტო სერვისებზე.