Michelin - საბურავების ფრანგული ბრენდი, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრია შეცვალა

28 ოქტომბერი, 2025
Michelin - საბურავების ფრანგული ბრენდი, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრია შეცვალა
2 წუთი წასაკითხად

ინოვაციური ეკოსისტემა, რომელიც ენერგოეფექტურობას, გარემოზე ზრუნვასა და მძღოლის კომფორტს აერთიანებს - ეს Michelin-ია, საბურავების მწარმოებელი ფრანგული ბრენდი, რომლის ისტორია 1889 წელს იწყება. უკვე საუკუნეზე მეტია, კომპანია მსოფლიოს მასშტაბით ლიდერობას არ თმობს და ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და სანდო მწარმოებლად მიიჩნევა.

Michelin, რომლის საბურავებს უმაღლესი ხარისხი, უსაფრთხოება და თანამედროვე ტექნოლოგიები გამოარჩევს, ხელმისაწვდომია ქართულ ბაზარზეც - ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა მოტორსია“.

blog image

Michelin-ის მთავარი უპირატესობები

Michelin-ის საბურავები მომხმარებელზეა ორიენტირებული და ეფექტიანი, ინოვაციური და მომავლის ტექნოლოგიების კომბინაციით იქმნება და მაღალი სიმძლავრის გარანტიას იძლევა. პროდუქცია თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ საწარმოში მზადდება და სრულად შეესაბამება ქარხნულად დამონტაჟებული საბურავის პარამეტრებს (OEM).

ბრენდი ფრანგულ ინჟინერიასა და სანდო წარმოებასთან ასოცირდება. ამას ადასტურებს, მაგალითად, საბურავებში ჩამონტაჟებული ვიბრაციაგამძლე ტექნოლოგიები რთული საგზაო პირობებისთვის. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლისთვის უკომპრომისო ხარისხის შეთავაზებაა, რაც არაერთი უპირატესობით გამოიხატება: ინოვაციური ტექნოლოგიები, უსაფრთხოების მაღალი დონე, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, სტაბილურობა ნებისმიერ კლიმატურ თუ რელიეფურ პირობებში და ხანგრძლივი გამოყენების შესაძლებლობა - Michelin ექსპლუატაციის ხანგრძლივობითა და შესრულების სტაბილურობით გამოირჩევა.

გლობალური ბაზრის გამოცდილება

ფრანგული ბრენდი ძლიერ პოზიციებს ინარჩუნებს ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, აზიისა და აფრიკის ბაზრებზე. Michelin-ის საბურავებს იყენებს ისეთი გლობალური ბრენდი, როგორიცაა Porsche, რაც ზრდის ბრენდის მიმართ სანდოობას და ტექნოლოგიურ განვითარებაზე მიუთითებს.

Michelin-ის ისტორია

კომპანიის ისტორია 1889 წლიდან იწყება, როდესაც ორმა ძმამ, ედუარდ და ანდრე მიშლენებმა საფრანგეთში, კლერმონ-ფერანში ბიზნესი წამოიწყეს. ამჟამად ბრენდი უკვე 100 წელზე მეტს ითვლის და მსოფლიოში ინოვაციური ტექნოლოგიებით, დიზაინითა და მომსახურების მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

სწორედ Michelin-მა დანერგა რადიალური საბურავების ტექნოლოგია, რომელიც მოგვიანებით ავტომობილის თითქმის ყველა კატეგორიაში ახალი სტანდარტი გახდა. რადიალური ტექნოლოგია საბურავის შიდა ფენებში ბოჭკოების ცენტრიდან გარეთ განლაგებას გულისხმობს, რაც საბურავის გამძლეობას ზრდის და ავტომობილის ეკონომიურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება, გლობალური ლიდერობა და წამყვან ავტომწარმოებლებთან თანამშრომლობა ხაზს უსვამს Michelin-ის შეუცვლელ როლს ავტომობილების საბურავების თანამედროვე ბაზარზე.

blog image

გლობალური ბრენდი ადგილობრივ ბაზარზე

ფრანგული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია „თეგეტა მოტორსია“, რომელიც მომხმარებლებს Michelin-ის საბურავების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. პროდუქციას თან ახლავს უსასრულო გარანტია, რომელიც საბურავის პროტექტორის ცვეთის დონეს ეფუძნება - ეს კი დამატებით უსვამს ხაზს ბრენდის სანდოობასა და ხარისხზე მუდმივ ზრუნვას.

ავტომობილისთვის ყველაზე ოპტიმალური საბურავების შერჩევა პროფესიონალი ტექნიკოსების დახმარებით შესაძლებელია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, ასევე ცხელი ხაზის საშუალებით, ნომერზე 032 2 264444 დარეკვით. Michelin-ის საბურავები ხელმისაწვდომია ონლაინ tegetashop.ge-ზეც.