თეგეტა მოტორსის საბურავების მიმართულების ხელმძღვანელს, დავით ჩხაიძეს Bridgestone-ის გენერალურმა მენეჯერმა CIS რეგიონში, ზაქარია ჰაჯოუიმ სპეციალური ჯილდო გადასცა. ეს ჯილდო აღნიშნავს მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც დავითმა ბრენდის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეიტანა.
“ამ ჯილდოს მიღება ძალიან დიდი დაფასებაა, განსაკუთრებით ისეთი მსოფლიოში აღიარებული ბრენდისგან როგორიც Bridgestone არის”, — აღნიშნავს დავით ჩხაიძე.
დავითის პროფესიული გზა თეგეტა მოტორსში 2012 წელს დაიწყო, საბურავების გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. დღეს კი ის კომპანიის საბურავების მთელ მიმართულებას ხელმძღვანელობს.
2021 წლიდან დავითი უშუალოდ Bridgestone-ის ბრენდის განვითარებაში ჩაერთო. მისი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი რეგიონში ბრენდის შესაძლებლობების გაფართოება გახდა, რამაც ხელი შეუწყო ქართულ ბაზარზე ცნობადობის გაძლიერებასა და გაყიდვების ზრდას, სომხეთსა და აზერბაიჯანში ახალი შესაძლებლობების ათვისებას და პრემიუმ სეგმენტში ბრენდის პოზიციონირების განვითარებას.
“Bridgestone-თან მრავალწლიანი ურთიერთობა ჩემთვის მუდმივად განვითარებისკენ სწრაფვას გულისხმობს. ვამაყობ რომ Bridgestone-თან არსებული ურთიერთობების საფუძველზე 2025 წლის პირველი იანვრიდან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავედით რაც რეგიონში მაკრო დისტრიბუტორობას გულისხმობს”, — აცხადებს დავით ჩხაიძე.

