GASOLINE — როცა საავტომობილო ინდუსტრია მოდის ენაზე საუბრობს

29 სექტემბერი, 2026
GASOLINE — როცა საავტომობილო ინდუსტრია მოდის ენაზე საუბრობს
2 წუთი წასაკითხად

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ერთმანეთს ორი სრულიად განსხვავებული სფერო, საავტომობილო ინდუსტრია და ქუჩის მოდა, დაუკავშირდეს? ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი და ბრენდების საერთო ხედვა.

ეს დეტალი ავტომობილიდან დაღვრილი ზეთისა და წყლის შეხებით შექმნილი ეფექტია. შეგიმჩნევიათ, როგორ ჩნდება გარდამავალ ფერთა გამა და აბსტრაქტული გამოსახულებები ზედაპირზე?

ირიდესცენტული, ცისარტყელისებრი ეფექტი ინდუსტრიული გარემოს ყოველდღიურობის ნაწილია, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება. სწორედ ამ დეტალზე დაკვირვებით თეგეტამ და Reckless-მა შექმნეს ვიზუალური ენა, რომელიც თანამედროვე streetwear კოლექციის, GASOLINE-ის საფუძველი გახდა.

blog image

ინდუსტრიული ესთეტიკა ქუჩის სტილშიინდუსტრიული ესთეტიკა ქუჩის სტილში

თეგეტას საავტომობილო კულტურა და Reckless-ის გაბედული ხასიათი ერთმანეთს 8 მარტის კამპანიის ფარგლებში დაუკავშირდა. ბრენდები არა მხოლოდ სოციალურ საკითხებსა და ინოვაციებზე იზიარებენ ხედვას, არამედ ესთეტიკაზეც.თეგეტას საავტომობილო კულტურა და Reckless-ის გაბედული ხასიათი ერთმანეთს 8 მარტის კამპანიის ფარგლებში დაუკავშირდა. ბრენდები არა მხოლოდ სოციალურ საკითხებსა და ინოვაციებზე იზიარებენ ხედვას, არამედ ესთეტიკაზეც.

თანამშრომლობა ერთი ქურთუკით დაიწყო, რომელიც თეგეტას კამპანიის, “ქალი მართავს” ფარგლებში შეიქმნა. დიზაინი დაღვრილი ზეთისა და წყლის ზედაპირზე წარმოქმნილი ფერთა გამით იყო შთაგონებული, კამუფლაჟის ეფექტი კი ქალის ხასიათის სიმტკიცესა და გამძლეობას გამოხატავდა. ქურთუკი 600-ზე მეტ თეგეტელ ქალს გადაეცა საჩუქრად.

ერთჯერადი პროექტიდან streetwear-ის ლიმიტირებული ხაზის იდეა გაჩნდა და GASOLINE შეიქმნა — რომელიც საავტომობილო ინდუსტრიიდან იღებს ინსპირაციას, თუმცა მხოლოდ ავტომობილების თემატიკით შექმნილი ტანსაცმელი არ არის.

კოლექციის ვიზუალური ენა აერთიანებს ფერებს, კამუფლაჟის სტილსა და ტექნიკურ სილუეტებს, რომლებსაც Reckless თანამედროვე ქუჩის სტილისთვის დამახასიათებელ თავისუფალ და ექსპერიმენტულ ფორმაში გარდაქმნის.

blog image

მოძრაობის ენერგია, როგორც ინსპირაცია

ალბათ, გაგიჩნდათ კითხვა — რატომ მაინცდამაინც GASOLINE? მართალია, სიტყვა საწვავს ნიშნავს, თუმცა მხოლოდ ამ აზრს არ ატარებს და მოძრაობას, ენერგიას უკავშირდება. ძალას, რომელიც მიმართულებას ქმნის და აღმოჩენილ ვიზუალურ ეფექტს ჯერ ერთი ქურთუკის დიზაინად, შემდეგ კი სრულ კოლექციად გარდაქმნის.

GASOLINE-ის ლიმიტირებული ხაზის მთავარი იდეა კონტექსტის შეცვლაა; იმ დეტალის ახალ გარემოში გადატანა, რომელიც თავდაპირველად სხვა სივრცეს ეკუთვნოდა.

ლიმიტირებული კოლექცია უნისექსია, რომელშიც ინდივიდუალურ სტილსა და თვითგამოხატვას მთავარი როლი აქვს, რაც თეგეტასა და Reckless-ის ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ტანსაცმლის შეძენას 28 სექტემბრიდან Tegetashop.ge-ზე შეძლებთ.

GASOLINE არა მხოლოდ თეგეტასა და Reckless-ს აკავშირებს; პროექტი ორ კულტურას შორის ხიდია, სადაც საავტომობილო ინდუსტრიის ესთეტიკა მოდაში ინდივიდუალური სტილისა და თვითგამოხატვის ენად გარდაიქმნება.