გადააგორე ზამთარი თეგეტასთან ერთად

29 დეკემბერი, 2025
გადააგორე ზამთარი თეგეტასთან ერთად
2 წუთი წასაკითხად

გამოცდილმა მძღოლებმა კარგად იციან, რომ ზამთარი იმ გზას არ ჰგავს, რომელსაც დაუფიქრებლად გაივლი; ეს ის პერიოდია, რომელიც მომზადებულმა უნდა გადააგორო. სწორედ ამიტომ ზამთრისთვის, განსაკუთრებით კი სამთო კურორტებისთვის მზადება ავტომობილთან ერთად იწყება, რასაც გაზრდილი პასუხისმგებლობაც ახლავს. 

თქვენი ყურადღება სჭირდება საბურავებს, აკუმულატორს, ძრავს, განსაკუთრებით კი ანტიფრიზს… 

მოსამზადებელმა სიამ და მოუცლელობამ რომ არ შეგაშინოთ — გახსოვდეთ, თეგეტა მოტორსთან ერთად ამ გამოწვევას უფრო მარტივად გადააგორებთ. თანაც უსაფრთხოდ, კომფორტულად და ზრუნვით. გაინტერესებთ როგორ? 

ყველაფერი საბურავებით იწყება

არ არსებობს იმაზე მნიშვნელოვანი დეტალი, ვიდრე ზამთრის მოყინულ და სველ გზებზე სწორი საბურავებით მოძრაობაა, რაც მოცურებისა და საავარიო სიტუაციებისგან გიცავთ. ამაში რომ დარწმუნებულიყავით და გამოუსწორებელი ოპტიმისტებივით არ გეფიქრათ, ამ სეზონსაც ზაფხულის საბურავებით გადავაგორებო, თეგეტა მოტორსმა უჩვეულო ექსპერიმენტიც შემოგთავაზათ.

ამ სახალისო ვიდეორგოლმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ყველას, რამდენად მნიშვნელოვანია, იყოთ წინდახედული და თოვლიან გზაზე მართვადობა, სტაბილურობა შეინარჩუნოთ. 


უსაფრთხოება და კომფორტი

ისიც მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოება ხარჯების გამო არ გადადოთ გვერდით. ამიტომ 31 დეკემბრის ჩათვლით თეგეტა მოტორსის ფილიალებში და ონლაინ პლატფორმაზე Tegetashop.ge ზამთრის 3 უმნიშვნელოვანეს პროდუქტზე — საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. შედეგად, ზამთრის გადაგორება თეგეტა მოტორსთან ერთად უფრო მარტივია. 

თუმცა მხოლოდ ეს როდია. მთელი ზამთარი თეგეტა მნიშვნელოვანი რჩევებითაც გამარაგებდათ და კიდევ გააგრძელებს — ბლოგები დაგეხმარებათ როგორც ხანგრძლივი მგზავრობისთვის ავტომობილის მომზადებაში, ასევე თოვლიან და მოყინულ გზებზე გადაადგილებაში და ბევრ ისეთ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, რაც მგზავრობისას გიჩნდებათ. 

თეგეტას როლი ზამთრის გადაგორებაში არც აქ სრულდება. მას შემდეგ, რაც სამთო-სათხილამურო კურორტებზე სამგზავროდ უსაფრთხო, პრემიუმ ხარისხის საბურავებით მოგამარაგებენ, კომპანიაში იმაზეც იზრუნეს, რომ ჩასვლამდე კარგ მუსიკას უსმინოთ.

blog image

ზამთარი სასიამოვნოდ რომ გადააგოროთ, TSA Music-თან კოლაბორაციით თეგეტა მოტორსმა შექმნა სპეციალური ფლეილისტი, რომელიც თოვლიან გზებზე მგზავრობას კიდევ უფრო სასიამოვნოსა და დასამახსოვრებელს გახდის.

ჩასვლის შემდეგ კი შეგიძლიათ, იმ ერთდღიანი ულიმიტო Skipass-ით (საბაგიროს აბონემენტით) ისარგებლოთ, რომელიც თეგეტა მოტორსში პრემიუმ საბურავების კომპლექტის შეძენისას გაჩუქეს ან გაჩუქებენ. 

ზრუნვა, რომელიც გზას სცდება

თეგეტამ და მისმა ერთგულმა მომხმარებლებმა იმაზეც იზრუნეს, რომ ეს წელი ბავშვებისთვისაც ჯადოსნური ყოფილიყო. 30 დეკემბრის ჩათვლით, თეგეტა მოტორსის ფილიალებში საავტომობილო პროდუქტების შეძენისას, ყოველი გადახდიდან 1 ლარი “SOS ბავშვთა სოფლის” მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება.

არ დაგავიწყდეთ, ზამთარი რთული სეზონია, თუმცა სწორ პარტნიორთან ერთად მარტივად გადაგორებადი.