Bentley Centre Tbilisi თანამედროვე ქართული ხელოვნების ნიმუშებს გამოფენების სერიის ფარგლებში უმასპინძლებს. Bentley Exhibitions მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა ქართველ არტისტს წარადგენს. აღმაშენებლის 129 ნომერში მდებარე Bentley-ს შოურუმში დამთვალიერებლები აღმოაჩენენ საინტერესო ნამუშევრებს, რომლებიც Bentley-ს სრულყოფილებისკენ სწრაფვას ეხმიანება.
პირველ გამოფენაზე, რომელიც 14 მარტს გაიხსნება, ახალგაზრდა ხელოვანის, მაკო ლომაძის შემოქმედება გამოიფინება და ვიზიტორებისთვის ორი თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.
სოფო დავითაშვილი, Bentley Centre Tbilisi-ს მარკეტინგის მენეჯერი: „ხელოვნების მხარდაჭერა Bentley-ს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა, ბრენდისთვის ეს არის ერთგვარი გზა, აუდიტორიასთან ემოციური ურთიერთკავშირი მაღალი მატერიების გაზიარებით დაამყაროს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, საზოგადოებისთვის Bentley Exhibition-ის მეშვეობით თანამედროვე ქართველი არტისტების ნამუშევრები გაგვეცნო.
გამოფენების სერიის ფარგლებში, არტისტები თავიანთ შემოქმედებას გამოფენენ სპეციალურად შექმნილ საგამოფენო სივრცეში, რომელიც ბრენდის შოურუმში მოეწყობა. მომხმარებლისთვის ექსკლუზიური გამოცდილებას გასაღრმავებლად შოურუმში ავტოინდუსტრიის ელემენტები და იმერსიული საგალერეო სივრცის სინთეზი შეიქმნება.
პირველი პერსონალური გამოფენა მაკო ლომაძის ნამუშევრებს დაეთმობა, რომლებიც თავისი ფორმებით, ტექნიკური შესრულებითა და ინდივიდუალურობით ზუსტად ეხმიანება Bentley-ს ხედვას. Bentley Centre Tbilisi აუდიტორიისთვის სხვადასხვა ექსკლუზიური ტიპის ღონისძიებების გამართვას მთელი წლის განმავლობაში გეგმავს“.