ავტომობილის რეცხვა თოვლიანი ზამთრის შემდეგ

30 მარტი, 2026
ავტომობილის რეცხვა თოვლიანი ზამთრის შემდეგ
2 წუთი წასაკითხად

რატომ და როგორ უნდა გარეცხოთ ავტომობილი თოვლიანი ამინდების შემდეგ

თუ ფიქრობთ, რომ თოვლისა და ყინვის გადაგორების შემდეგ მხოლოდ საბურავის შეცვლა გჭირდებათ, ცდებით. ავტომობილის სეზონურად მოსამზადებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი გარეცხვაა.

  • ეს მხოლოდ ესთეტიკის საკითხი არ არის

  • მნიშვნელოვანია ავტომობილის გამართული ფუნქციონირებისთვის

blog image

რა შეიძლება დაზიანდეს, თუ თოვლში სიარულის შემდეგ ავტომობილს არ გარეცხავთ 

მარილი და ქიმიური რეაგენტები, რომლებსაც ზამთარში თოვლიან გზაზე ყრიან, ყინულის დნობაში კი ეფექტურია, მაგრამ ავტომობილის მეტალსა და მექანიკურ ნაწილებს აზიანებს. გარდა ამისა, უამინდობის შედეგად თოვლი, ტალახი და მარილის ნადები გროვდება საქარე მინებზე, ფარებსა და სარკეებზე. ამიტომ, თუ ავტომობილს დროულად არ გარეცხავთ:

  • მარილი გამოიწვევს კოროზიას და დააზიანებს ძარის ქვედა ნაწილს, თვლების თაღებს, ზღურბლებს

  • შესაძლოა, დაზიანდეს სამუხრუჭე სისტემა, გაცვდეს ამორტიზატორები და გამონაბოლქვის სისტემა

  • გაგირთულდებათ ხილვადობა

blog image

როგორ უნდა გარეცხოთ სწორად

 

რადგან ვთანხმდებით, რომ ამ პირობებში რეცხვა მხოლოდ სისუფთავის საკითხი არ არის და მიზანი ზიანის შემცირებაა, მეტი ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო.

  • გარეცხეთ მალევე - როცა ტემპერატურა 0°-ს ასცდება, რაც უფრო დიდხანს დარჩება მარილი ზედაპირზე, მით უფრო მალე დაიწყება კოროზია

  • თავდაპირველად ჩამორეცხეთ - იმისთვის, რომ დამუშავებისას საღებავი არ დაკაწროთ, ნადები მარილი და ტალახი წყლით მოაშორეთ

  • ავტომობილი ქვემოდან გარეცხეთ - ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან იქ ყველაზე მეტი ჭუჭყი გროვდება

  • გამოიყენეთ სწორი ნივთები - ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებები ლაქის დამცავ ფენას აზიანებს, ავტომობილის შამპუნი კი ეფექტურად აშორებს მარილს. არ გამოიყენოთ მყარი სახეხები, ზედაპირი რომ არ დაკაწროთ.

  • ცალკე გაწმინდეთ დისკები და საბურავები

  • სრულყოფილად ჩამორეცხეთ და გააშრეთ - რათა ზედაპირზე სარეცხი საშუალებისა და წყლის ლაქები არ დარჩეს 

  • დაამუშავეთ კარების რეზინები - შეგიძლიათ გამოიყენოთ სილიკონის სპრეი

blog image

შესაძლოა, ეს პროცედურა ავტომობილის სტანდარტული რეცხვისგან განსხვავდება, მეტ დროსა და რესურსს მოითხოვს, მაგრამ უფრო მეტი მნიშვნელობის მატარებელიც არის. ასეთ დროს ავტომობილის უყურადღებოდ დატოვება ნიშნავს, რომ პრობლემა ზედაპირიდან შიგნით, ძვირად ღირებულ ნაწილებზე გადადის და მისი გამოსწორება ბევრად უფრო რთულია.