5 ივლისს „თეგეტა მოტორსში“ PLUS ქულების ღირებულება ორმაგდება

03 ივლისი, 2026
5 ივლისს „თეგეტა მოტორსში“ PLUS ქულების ღირებულება ორმაგდება
2 წუთი წასაკითხად

იმისთვის, რომ დაგროვილი ბონუს ქულები რეალურ სარგებლად ვაქციოთ, ხშირად სწორი მომენტის შერჩევაა საჭირო. ლოიალობის პროგრამების ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი მომენტი კი მაშინ დგება, როცა ქულების ნომინალური ღირებულება იზრდება - ანუ იმავე რაოდენობის ქულით მომხმარებელი მეტ ფასდაკლებას იღებს. სწორედ ასეთი შესაძლებლობა ეძლევათ „საქართველოს ბანკის“ PLUS პროგრამის მონაწილეებს 5 ივლისს „თეგეტა მოტორსში“.

რას ნიშნავს გაორმაგების დღე

5 ივლისს, ერთი დღის განმავლობაში, „საქართველოს ბანკში“ დაგროვილი PLUS ქულების ღირებულება ორმაგდება. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ საავტომობილო პროდუქტებუს სრულ ასორტიმენტზე მომხმარებელი 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

აქცია მოქმედებს როგორც „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, ისე ონლაინ პლატფორმა Tegetashop.ge-ზე. გარდა ამისა, 5 ივლისს PLUS შეთავაზება იმოქმედებს Tbilisi Mall-სა და East Point-ში განთავსებულ „თეგეტა მოტორსის“ სტენდებზეც - ანუ იმ მომხმარებლისთვისაც, ვისთვისაც, ამ დღეს, სავაჭრო ცენტრებში ვიზიტი უფრო კომფორტულია.

„გაორმაგების დღე PLUS პროგრამის მომხმარებლებისთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზებაა. ერთი დღის განმავლობაში, დაგროვილი ქულების ღირებულება ორმაგდება - ეს პრაქტიკულად ნიშნავს 50%-იან ფასდაკლებას საავტომობილო პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე. „თეგეტა მოტორსისთვის“ მნიშვნელოვანია, მომხმარებელს განსაკუთრებული პირობები შევთავაზოთ და საავტომობილო პროდუქტების შეძენა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი გავხადოთ. PLUS პროგრამა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ჩვენი ერთგული პარტნიორი ხდება, ვცდილობთ, ამ ურთიერთობის ღირებულება რეალურ, ხელშესახებ სარგებელში აისახოს. PLUS ქულების გაორმაგების დღეც ერთ-ერთი ასეთი მაგალითია“, - აღნიშნავს „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი ელენე კოხრეიძე.

სპეციალური შეთავაზება ENERGIZER-ის აკუმულატორზე

5 ივლისს ENERGIZER-ის აკუმულატორის შეძენისას მომხმარებელს არჩევანის საშუალება ეძლევა: PLUS ქულებით გადახდის დროს მოქმედი ფასდაკლებით ისარგებლოს ან ცალკე მიმდინარე აქციით - „1 ამპერი = 2 ლარი".

სად შეიძლება აქციით სარგებლობა

5 ივლისს, 09:30-დან 18:00 საათამდე, PLUS ქულების გაორმაგების აქცია მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით - თბილისში, გორში, მარნეულში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისში, რუხში, ფოთსა და ბათუმში. კონკრეტული მისამართები შემდეგია:

  • ცენტრალური ფილიალი - დ. აღმაშენებლის ხეივანი №129

  • დიღმის მასივი - ბელიაშვილის ქუჩა №127, მიონის ქარხნის მოპირდაპირე მხარეს

  • ვარკეთილი - ლაღიძის ქუჩა №6

  • ვაკე - უნივერსიტეტის ქუჩა №6

  • სანაპირო - ტაბიძის ხიდის ქვეშ

  • გორი - პუშკინის ქუჩა №2

  • მარნეული - 26 მაისის ქუჩა

  • თელავი - სოფელი ვარდისუბანი

  • ახალციხე - თამარაშვილის ქუჩა №69

  • ქუთაისი - აღმაშენებლის ქუჩა №99

  • რუხი - სოფელი რუხი

  • ფოთი - ლარნაკას ქუჩა №2

  • ბათუმი - გაგარინის ქუჩა №1

გარდა ამისა, აქციით სარგებლობა შესაძლებელია „თეგეტა მოტორსის“ სტენდებზე სავაჭრო ცენტრებში: East Point (თვალჭრელიძის ქუჩა №2) და Tbilisi Mall (დ. აღმაშენებლის ხეივანი, 213-ე კმ).