ავტომობილის მფლობელისთვის ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური საკითხი ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ხარჯების მართვაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი ხდება ისეთი ფინანსური ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობა, რომლებიც მომხმარებელს მოქნილ გადაწყვეტას სთავაზობს. ამ გამოწვევის საპასუხოდ, „თეგეტა მოტორსსა“ და „საქართველოს ბანკს“ შორის ახალი თანამშრომლობა დაიწყო - „თეგეტა მოტორსის“ სერვისებისა და პროდუქტების შეძენისას თანხის გადახდა American Express-ის (AmEx) საკრედიტო ბარათით უკვე შესაძლებელია. ამასთანავე, კომპანიები ერთობლივ კამპანიასაც იწყებენ, რომელიც მომხმარებლებს დამატებით ფინანსურ სარგებელს სთავაზობს.
სპეციალური შეთავაზება 1-ლიდან 31 მაისის ჩათვლით იმოქმედებს. ამ პერიოდში „საქართველოს ბანკის“ AmEx საკრედიტო ბარათის მფლობელები „თეგეტა მოტორსში“ გადახდისას 10-ჯერ მეტ Membership Rewards (MR) ქულას დააგროვებენ. ჯამურად, ერთი მომხმარებელი თვის ჭრილში მაქსიმუმ 10 000 MR ქულის დაგროვებას შეძლებს, რაც ყოველდღიური ხარჯვის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.
ვაჟა ილურიძე, „თეგეტა მოტორსის“ საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი: „როდესაც ავტომობილის არაგეგმური შეკეთების საჭიროება დგება, ხშირ შემთხვევაში მომხმარებლებს შესაბამისი თანხა წინასწარ არ აქვთ გადადებული. სწორედ ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს „საქართველოს ბანკის“ AmEx საკრედიტო ბარათი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, მყისიერად დაფარონ ხარჯი და თანხა მოგვიანებით, უპროცენტოდ ან გარკვეულ პერიოდზე გადანაწილებით დააბრუნონ.
ჩვენი ხედვით ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებელს რეალურ პრობლემას უგვარებს და აძლევს შესაძლებლობას, ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები დაუყოვნებლივ მოაგვაროს. „თეგეტა“ უკვე 30 წელია, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს იღებს და მსგავსი სერვისების დანერგვა ამ მიდგომის ბუნებრივი გაგრძელებაა“.
კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად მთავარია, გადახდა „საქართველოს ბანკის“ პოსტერმინალზე AmEx საკრედიტო ბარათით განხორციელდეს. შეთავაზება „თეგეტა მოტორსის“ ყველა პროდუქტსა და სერვისზე ვრცელდება, რაც მომხმარებლებს აძლევს თავისუფლებას, თავად განსაზღვრონ, როგორ გამოიყენონ AmEx საკრედიტო ბარათის ლიმიტი - იქნება ეს ავტომობილის ტექნიკური მომსახურება, ნაწილების შეძენა თუ სხვა საჭიროება.
ამასთანავე, თითოეულ გადახდაზე ისინი MR ქულებს დააგროვებენ, რომელთა გამოყენებაც „საქართველოს ბანკის“ პარტნიორ ობიექტებშია შესაძლებელი. მომხმარებლებს მათი გადაცვლა PLUS ქულებშიც შეუძლიათ. სხვადასხვა ტიპის ბარათზე ქულების დაგროვების განსხვავებული სქემა მოქმედებს:
American Express Blue - 1₾ = 1 MR ქულა
American Express Green - 1₾ = 1.5 MR ქულა
American Express Gold - 1₾ = 2 MR ქულა
American Express Platinum - 1₾ = 3 MR ქულა
მაისის კამპანიის ფარგლებში კი ეს მაჩვენებელი 10-ჯერ მოიმატებს, რაც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, მოკლე პერიოდში დაგროვილი ქულების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდონ.
სოფო კალანდაძე, „საქართველოს ბანკის“ ლოიალურობის პროგრამის სექტორის უფროსი: „საქართველოს ბანკისთვის“ ეს კამპანია მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისა და დამატებითი ღირებულების შექმნის კიდევ ერთი შესაძლებლობაა. ეს მათ აძლევს რეალურ შესაძლებლობას, ყოველდღიური ხარჯვა კიდევ უფრო მეტ სარგებლად აქციონ. AmEx საკრედიტო ბარათით გადახდისას MR ქულების დაგროვების სისტემა ისედაც მოქმედებს, თუმცა მაისში ეს სარგებელი 10-ჯერ გაიზრდება, რაც იმავე ხარჯით დამატებითი ბენეფიტის მიღებას უზრუნველყოფს. მსგავსი თანამშრომლობები არა მხოლოდ ზრდის ბარათის გამოყენების მოტივაციას, არამედ ქმნის გრძელვადიან ღირებულებას როგორც მომხმარებლისთვის, ისე პარტნიორი კომპანიებისთვის“.
„თეგეტა მოტორსისა“ და „საქართველოს ბანკის“ პარტნიორობა კიდევ ერთხელ აჩვენებს ორივე კომპანიის მზაობას, მომხმარებლებს არა მხოლოდ პროდუქტები და სერვისები, არამედ რეალური დამატებითი ღირებულება და გაუმჯობესებული გამოცდილებაც შესთავაზონ. თანამშრომლობის ეს ფორმატი ქმნის მყარ საფუძველს, რომ მომავალშიც განხორციელდეს მსგავსი ერთობლივი კამპანიები და შეთავაზებები, რომლებიც მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს კიდევ უფრო მოქნილად და ეფექტიანად უპასუხებს.
